აუსპიციუმი
აუსპიციუმი (ლათ. auspicium < avis – ფრინველი, specio – ვუთვალთვალებ) — მკითხაობა ძველ რომში „ღმერთების ნება-სურვილის“ შესაცნობად ფრინველთა ფრენის, მათი ხმიანობის, ციური მოვლენების და სხვა „ღვთაებრივი ნიშნების“ მიხედვით. მისი მოწყობის უფლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხის გადაწყვეტის წინ ჰქონდათ უმაღლეს მაგისტრატოსებს. აუსპიციუმის შედეგებს განმარტავდა ავგურების ქურუმთა კოლეგია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 10.