არტაშეს II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არტაშეს II (სომხ. Արտաշես Բ) — დიდი სომხეთის მეფე (ძვ. წ. 34 - ძვ. წ. 20) არტავაზდ II-ის ძე. ებრძოდა რომის იმპერიის ექსპანსიას. გაანადგურა სომხეთში დარჩენილი რომაელთა გარნიზონები. რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა და პართიაში გაიქცა. პართიის სამეფოს დახმარებით ძვ. წ. 30 წელს სომხეთში დაბრუნდა, რომაელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო და აღადგინა სომხეთის დამოუკიდებლობა. ძვ. წ. 20 წელს რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა ომი დაიწყო პართიისა და სომხეთის წინააღმდეგ. როდესაც რომაელთა ლაშქარი სომხეთის საზღვრებს მიადგა, არტაშეს II ღალატით მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 587-588.
  • M. Sicker, The Pre-Islamic Middle East (Google eBook), Greenwood Publishing Group, 2000
  • M. Bunsen, Encyclopedia of the Roman Empire, Infobase Printing, 2009
  • T. Daryaee, The Oxford Handbook of Iranian History, Oxford University Press, 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]