ამბროზია (ნაფიფქი)
იერსახე
ამბროზია მიკოლოგიაში — ჩანთიანი სოკოების მიცელიუმის თეთრი ან ვარდისფერი ნაფიფქი, რომლითაც ამოფენილია ქერქიჭამია ხოჭოს მატლების სავალი მერქანში. ამბროზიისა და ხოჭოს მატლების ურთიერთობა სიმბიოზურია — მიცელიუმს სპორების წარმოქმნის უნარი არ აქვს და სხვა ხეებზე დედალი ხოჭოს ნაწლავებში შემორჩენილი განსაკუთრებული უჯრედებით ვრცელდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 352.