აზროვნების ექვსი ქუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზროვნების ექვსი ქუდი
სრული სათაური აზროვნების ექვსი ქუდი
Six Thinking Hats
ავტორი ედუარდ დე ბონო
მშობლიური ენა ინგლისური
გამოცემულია 1985

აზროვნების ექვსი ქუდიედუარდ დე ბონოს მიერ შემუშავებული მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია პარალელური აზროვნების იდეასთან. ეს მეთოდი ჯგუფებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ აზროვნების პროცესები დეტალური და შემაკავშირებელი გზით და უფრო ეფექტურად იფიქრონ ერთად. [1]

2005 წელს ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ გაერთიანებული სამეფოს ინოვაციების სექტორში. [2]

ძირითადი პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთოდის წინაპირობაა ის, რომ ადამიანის ტვინი ფიქრობს სხვადასხვა ფორმით, რომელთა განზრახ გამოწვევა შეიძლება და, შესაბამისად, დაგეგმილია სტრუქტურულად, რაც საშუალებას მისცემს შეიმუშაოს ტაქტიკა კონკრეტულ საკითხებზე დასაფიქრებლად. დე ბონო განსაზღვრავს ექვს განსხვავებულ მიმართულებას, რომლების დახმარებითაც ტვინის გამოწვევა შეიძლება. თითოეული ამ მიმართულებით, ტვინი ამოიცნობს და ცნობიერ აზრს გამოიტანს განსახილველი საკითხების გარკვეულ ასპექტებიდან (მაგ. ინტუიცია, პესიმისტური განსჯა, ნეიტრალური ფაქტები). არცერთი ეს მიმართულება არ არის სავსებით ბუნებრივი აზროვნება, არამედ ის წარმოადგენს ჩვენი აზროვნების შედეგებს.  ქუდები არ წარმოადგენს აზროვნების ბუნებრივ რეჟიმებს, ამიტომ თითოეული ქუდი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ შეზღუდული დროით.  ასევე, ზოგი ფიქრობს, რომ ქუდების გამოყენება არაბუნებრივია, არასასიამოვნო ან თუნდაც კონტრპროდუქტიული და უკეთესი განსჯის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

აზროვნების 6 ქუდი განისაზღვრება, როგორც ნეგატიური განსჯის საფუძველი და კრიტიკული აზროვნება.

ფერადი ქუდები მეტაფორებად გამოიყენება აზროვნების თითოეული მიმართულებისათვის. მიმართულებაზე გადასვლა სიმბოლურად ხასიათდება ფერადი ქუდის „დახურვის“ ფაქტით, სიტყვასიტყვით ან მეტაფორულად. წარმოსახვითი ქუდის, როგორც სააზროვნო მიმართულების სიმბოლოდ გამოყენების მეტაფორა, პირველად აღნიშნა დე ბონომ 1971 წელს თავის წიგნში „ლატერალური აზროვნება მენეჯმენტისთვის“, გონებრივი იერიშის სტრუქტურის აღწერისას. [3] ეს მეტაფორები იძლევა აზროვნების მიმართულებების უფრო სრულყოფილ და დახვეწილ საშუალებას. აზროვნების ექვსი ქუდი მიუთითებს პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის შესახებ იდეაზე, რომელიც შეიძლება მოაზროვნეს გაუჩნდეს.

ანალოგიურად, „აზროვნების ხუთი ეტაპის“ მეთოდი - ინსტრუმენტების კომპლექტი, რომელიც შეესაბამება ექვსივე სააზროვნო ქუდს, - პირველად გამოჩნდა 1973 წელს:

ქუდი მიმოხილვა ტექნიკა
ლურჯი „დიდი სურათი“ და მართვა განიხილება ყველა ფაქტორი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტები.
თეთრი „ფაქტები და ინფორმაცია“ ინფორმაცია
წითელი „გრძნობები და ემოციები“ ემოციები და ეგო
შავი „უარყოფითი“ უპირატესობები, ნაკლოვანებები, საინტერესო. შეფასება
ყვითელი „პოზიტიური“ პროექტის მენეჯმენტი
მწვანე „ახალი იდეები“ კონცეფციის გამოწვევა; დიახ, არა, ლატერალური აზროვნება

სტრატეგიები და პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტიფიცირებული აზროვნების ექვსი რეჟიმის ორგანიზებისთვის შეიძლება შეიქმნას განსხვავებული პროგრამები. ეს არის ქუდების „დახურვის“ თანმიმდევრობა, რომელიც მოიცავს და აყალიბებს აზროვნების პროცესს მკაფიო მიზნისკენ. ხშირად საჭიროა მათი ადაპტირება ინდივიდუალური მიზნის შესაბამისად. ასევე, შეიძლება ჯგუფმა დაგეგმოს პირველი რამდენიმე ქუდის დახურვის პროგრამა, შემდეგ კი ფასილიტატორი დაინახავს, თუ რა არის სწორი გზა.

მიმდევრობები ყოველთვის იწყება და მთავრდება ლურჯი ქუდით. ჯგუფი თანხმდება, თუ როგორ იფიქრებენ, შემდეგ ფიქრობენ ქუდის შესაბამისად და აფასებენ ამ ნააზრევის შედეგებს, იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგ. თითოეული ქუდი, როგორც წესი, გამოიყენება დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში - თუმცა პროცესის დაწყებისას გავრცელებულია თეთრი ქუდის გაფართოებული სესია, ხოლო წითელი ქუდის გამოყენება რეკომენდებულია დაახლოებით 30 წამი და პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება ხმის მიცემის წერტილოვანი ფორმა. [4]

საქმიანობა ქუდების თანმიმდევრობა
საწყისი იდეები ლურჯი, თეთრი, მწვანე, ლურჯი
ალტერნატივებს შორის არჩევა ლურჯი, თეთრი, (მწვანე), ყვითელი, შავი, წითელი, ლურჯი
გადაწყვეტილებების იდენტიფიკაცია ლურჯი, თეთრი, შავი, მწვანე, ლურჯი
სწრაფი კავშირი ლურჯი, შავი, მწვანე, ლურჯი
სტრატეგიული დაგეგმვა ლურჯი, ყვითელი, შავი, თეთრი, ლურჯი, მწვანე, ლურჯი
პროცესის გაუმჯობესება ლურჯი, თეთრი, თეთრი (სხვისი ხედვები), ყვითელი, შავი, მწვანე, წითელი, ლურჯი
პრობლემების გადაჭრა ლურჯი, თეთრი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე, ლურჯი
შესრულების მიმოხილვა ლურჯი, წითელი, თეთრი, ყვითელი, შავი, მწვანე, ლურჯი

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეხვედრა შეიძლება დაიწყოს იქიდან, რომ ყველას დაიხურავს ლურჯ ქუდს, განიხილავს როგორ ჩატარდება შეხვედრა და ჩამოაყალიბებენ მიზნებსა და ამოცანებს. შემდეგ დისკუსია შეიძლება გადავიდეს აზროვნების წითელი ქუდის დახურვით, რათა შეგროვდეს მოსაზრებები და რეაქციები პრობლემასთან დაკავშირებით. ეს ფაზა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეზღუდვების დასაწესებლად რეალური გადაწყვეტისთვის, მაგალითად, ვისზე იმოქმედებს პრობლემა ან/და გადაჭრის გზები. შემდეგ დისკუსია შეიძლება გადავიდეს ( ყვითელი, შემდეგ) მწვანე ქუდზე, იდეების და შესაძლო გადაწყვეტილებების ჩამოსაყალიბებლად. შემდეგ დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს აზროვნების თეთრი ქუდით ინფორმაციის შემუშავების ნაწილში და შავი ქუდით, რათა გაჟღერდეს კრიტიკა პრობლემის გადაწყვეტის მიმართ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. de Bono, Edward (1985). Six Thinking Hats: An Essential Approach to Business Management. Little, Brown, & Company. ISBN 0-316-17791-1 (hardback) and 0316178314 (paperback).
  2. Kamal S. Birdi, No idea? Evaluating the effectiveness of creativity training, Journal of European Industrial Training, Vol. 29 No. 2, 2005, pp. 102–111, Emerald Group Publishing Limited
  3. Edward De Bono 1971. Lateral Thinking for Management: A Handbook Of Creativity. American Management Association, New York. pp. 116
  4. Six Thinking Hats; Official training materials, DeBono Thinking Systems