აზერბაიჯანის საგადასახადო სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგადასახადო სისტემა — გადასახადებისა და მოსაკრებლების კომბინაცია, რომელიც უნდა გადაიხადოს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა. კოდექსის მიხედვით, ჩამოყალიბებულია შემდეგი გადასახადები: სახელმწიფო გადასახადები, ავტონომიური რესპუბლიკის გადასახადები და ადგილობრივი (მუნიციპალური) გადასახადები[1].

კანონმდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დროისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტრო არის ერთადერთი აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს საგადასახადო პოლიტიკას, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების დროულად შეგროვებასა და მიღებას[2].

საგადასახადო კოდექსი დამტკიცდა 2001 წლის 11 ივლისს და განსაზღვრავს გადასახადების სისტემას, მათი შექმნის წესებს, გადასახადის გადამხდელთა, საგადასახადო ორგანოებისა და საგადასახადო ურთიერთობებში ჩართულ სხვა პირთა ზოგად უფლებებსა და ვალდებულებებს.

აზერბაიჯანში დამტკიცებულია სამი სახის გადასახადი — სახელმწიფო გადასახადები არის გადასახადები, რომლებიც მოქმედებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე; ავტონომიური რესპუბლიკის გადასახადები დგინდება ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; მუნიციპალიტეტებში გამოყენებულია ადგილობრივი და მუნიციპალური გადასახადები.

გადასახადები აზერბაიჯანში შეიძლება იყოს დაფარული სამი ფორმით - პირდაპირ წყაროდან, დეკლარაციის წარმოდგენის დახმარებით და შეტყობინების მიღბით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მაცხოვრებლები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 182 კალენდარული წლის განმავლობაში[1].

საგადასახადო რეჟიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დროისთვის აზერბაიჯანში სამი ცალკეული საგადასახადო რეჟიმია. ნორმატიული საგადასახადო რეჟიმი ვრცელდება ყველა იურიდიულ პირზე, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნების, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ჩართულნი არიან ნავთობისა და გაზის მრეწველობაში[3].

საგადასახადო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს პროდუქციის განყოფილების შეთანხმებებში, ვრცელდება გაზისა და სამთო მრეწველობის კომპანიებზე[4].

ასევე არსებობს ცალკე საგადასახადო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს მასპინძელი მთავრობის შეთანხმების ფარგლებში, რომლებიც მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენსა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის საქმიანობას ეწევიან[3].

გადასახადის სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანში სახელმწიფო გადასახადების 9 სახეობაა. ესენია: პირადი საშემოსავლო გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), ქონების გადასახადი და იურიდიული პირების მიწის გადასახადი, აქციზური გადასახადი, ქონების გადასახადი, საგზაო გადასახადი, სავაჭრო გადასახადი და გამარტივებული გადასახადი.

ავტონომიური რესპუბლიკის გადასახადები სრულიად იდენტურია სახელმწიფო გადასახადებთან.

მიწის გადასახადი და ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისგან ითვლებიან მუნიციპალიტეტების მიერ და ეხება მუნიციპალურ გადასახადებს. მათ შორისაა სამშენებლო მასალებზე სავაჭრო გადასახადი, რომელსაც აქვს ადგილობრივი ღირებულება და მოგების გადასახადი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციებისაგან და საწარმოებისგან[1].

სახელმწიფო გადასახადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი საშემოსავლო გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკური პირები, რომლებიც არიან მაცხოვრებლები და არარეზიდენტები, ითვლებიან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად. რეზიდენტები იხდიან გადასახადს იმ შემოსავლისგან, რომელსაც იღებენ აზერბაიჯანიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან. არარეზიდენტები იხდიან გადასახადს მხოლოდ იმ შემოსავლიდან, რომელსაც იღებენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.

იურიდიული პირების საშემოსავლო გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურიდიული პირები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი რეზიდენტები თუ არა, ითვლებიან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად. რეზიდენტი-საწარმო იხდის გადასახადს შემოსავლისგან — განსხვავება შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. არარეზიდენტი საწარმოს გადასახადს იხდიან მთლიანი შემოსავლის გამთვლის შემდეგ დარჩენილი თანხიდან. მოგება იბეგრება 20%-იანი განაკვეთით.

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს გადასახადი ეკისრება სამუშაოებისა და მომსახურების შესრულებას, საქონლის მიწოდებას, ასევე დაბეგვრის იმპორტს. დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ოპერაციის 18% -ს. დღგ-ის საანგარიშო პერიოდი არის კალენდარული თვე. გადასახადის გადამხდელმა დეკლარაცია უნდა წარადგინოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვს[5].

აქსციზური გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტიპის გადასახადი მოიცავს აქციზურ საქონელს. აქციზური საქონელად ითვლება საკვები სპირტი და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელები, ნავთობპროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი, დასასვენებლად ან სპორტისთვის განკუთვნილი მცურავი ტრანსპორტი (მაგალითად, იახტები), ოქრო დაპლატინი, საიუველირო ძვირფასი ლითონები. აქციზური საქონლის საანგარიშო პერიოდი ერთი კალენდარული თვეა. გადასახადი უნდა დაფარულ იქნეს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა. ალკოჰოლური სასმელების ტიპის მიხედვით, მათზე განაკვეთი განსხვავებულია.

ქონების გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა საკუთრებაში არსებული შენობები და ნაგებობები, მიუხედავად იმისა, არიან ისინი რეზიდენტები თუ არა, იბეგრება ქონების გადასახადით. რეზიდენტები ასევე იხდიან წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის გადასახადს, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს ეს ტრანსპორტი. საწარმოებისათვის, საგადასახადო ობიექტი არის ამ საწარმოს ბალანსზე არსებული ფიქსირებული აქტივების საშუალო წლიური ღირებულება[5].

პირადი ქონების გადასახადი განსხვავდება ამ ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. საწარმოთა საგადასახადოს გადახდა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ითვლება სახელმწიფო გადასახადად, ხოლო ფიზიკური პირები იხდიან მუნიციპალურ ბიუჯეტში და ის განიხილება ადგილობრივი გადასახადად[1].

მიწის გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ ფიზიკურ პირებს ან საწარმოს აქვს მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისინი ითვლებიან გადასახადის გადამხდელებად და უნდა გადაიხადონ გადასახადი მიუხედავად იმისა ხმარობენ თუ არა ამ მონაკვეთს მოვლა-პატრონობის მიზნებში. მიწის გადასახადის ოდენობა და ქონების გადასახადი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს ეს ტერიტორია. ბაქოში მიწის მესაკუთრეები უფრო მეტ გადასახადებს იხდიან, ვიდრე ისინი, ვისაც მიწის ნაკვეთები გააჩნიათ სხვა რაიონებში და ქალაქებში. გადასახადი გამოითვლება ყოველ 100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე[5].

ფიზიკური პირებისგან გადასახადს ითვლის მუნიციპალიტეტი და მას იხდიან ადგილობრივ ბიუჯეტში. იურიდიული პირების გადასახადს იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში.

საგზაო გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არარეზიდენტები, რომელთაც აქვთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ისინი ხმარობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტვირთების გადასაზიდად და მგზავრების გადასაყვანად, არიან გადასახადის გადამხდელები. საგადასახადო გადასახადი უნდა გადაიხადონ ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც აწარმოებენ ბენზინს, თხევადი აირს, დიზელის საწვავს აზერბაიჯანში.

საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც  შემოდიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იბეგრებიან გადასახადით შემდეგი პირობების მიხედვით: ავტომობილის ტიპით, ძრავის მოცულობით, ქვეყანაში მყოფი დროით, ადგილების რაოდენობით, სატვირთო მანქანის წონით, ღერძების რაოდენობით.

სავაჭრო გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ ფიზიკური პირები და საწარმოები მოიპოვებენ სასარგებლო წიაღისეულს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე კასპიის ზღვის მონაკვეთზე, რომელიც მიეკუთვნება აზერბაიჯანს, მაშინ მათ უნდა გადაიხადონ სავაჭრო გადასახადი ზემოთ ხსენებულის მოპოვების გამო. ნედლი ნავთობის განაკვეთია 26%, ბუნებრივი აირის 20%, საბადო მინერალების 3%. გადასახადის გადამხდელებმა უნდა წარმოადგინონ დეკლარაცია ყოველთვიურად არა უგვიანეს 20 რიცხვისა ყოველ თვე.

გამარტივებული გადასახადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარტივებული გადასახადის  გადამხდელები შეიძლება გახდნენ ის პირები, რომლებიც არიან დაკავებულნი ვაჭრობით, საზოგადოებრივი კვებით და რომელთაც ტრანზაქციების საერთო მოცულობა კალენდრულ წელიწადზე არ აღემატება 200.000 მანათს[3]. პირი, რომელიც უფლებამოსილია გადაიხადოს გამარტივებული გადასახადი, უნდა გადაიხადოს გადასახადი ყოველ კვარტალში და წარადგინოს დეკლარაცია დასრულებული კვარტლის არაუგვიანეს 20 დღისა. ბაქოში საქონლისა და მომსახურების გამარტივებული საგადასახადო განაკვეთია 4%, სხვა რეგიონებში - 2%.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]