მომხმარებელი:Dato dato123

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქტისტიანული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ათონი მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე,რომელსაც ეგეოსის ზღვა ეკვრის . ათონის ნახევარკუნძულის სიგრძე 40 კილომეტრია ,სიგანე კი ზოგან 18 კილომეტრამდე აღწევს . ნახევარკუნძულის საერთო ფართობი 400 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს .მას მთელ სიგრძეზე გასდევს ათონის მთაგრეხილი. ნახევარკუნძულის სახელწოდება ამ მთამ განაპირობა .ათონის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლში ბევრი კლდოვანი ადგილია. აქ მრავალი კონცხია .მის ყურეებში შესვლა მცირე ხომალდებით შეიძლება. ხშირი ტყეები, მთის მწვერვალები ,თვალწარმტაცი სანაპირო , ველ-მინდვრები , ბაღები , ვენახები , დღემდე მოღწეული ძველი ნანგრევები და სამონასტრო კომპლექსები ქმნიან ათონის განუმეორებელ სილამაზეს