მაჟარა
(გადამისამართდა გვერდიდან Thalictrum buschianum)
მაჟარა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Thalictrum buschianum | |||||||||||
მაჟარა (ლათ. Thalictrum buschianum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა (ზოგიერთი ავტორი გამოყოფს დამოუკიდებელ მაჟარასებრთა ოჯახს). მისი ღეროს სიმაღლე 25—150 სმ აღწევს, აღმამდგომი და თანაბრად შეფოთლილია. აქვს ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი მუქი მწვანე ფოთოლი, რომლის ფოთოლაკები მომრგვალებულია ან მომრგვალო-კვერცხისებრია. ყვავილებს მომწვანო-მოწითალო სანექტრეები აქვს.
კავკასიის ენდემია. გავრცელებულია საქართველოს ყველა რაიონში. იზრდება ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 425.