ღვედკეცი (გვარი)
(გადამისამართდა გვერდიდან Periploca)
ღვედკეცი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Periploca laevigata | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Periploca Tourn. ex L., 1753 | ||||||||||||
|
ღვედკეცი (ლათ. Periploca) — მცენარეთა გვარი ღვედკეცისებრთა ოჯახისა. ხვიარა მცენარეებია. ცნობილია 15-მდე სახეობა, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში, ტროპიკულ აფრიკაში, აზიის ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებშია გავრცელებული. საქართველოში ბუნებრივად გვხვდება 1 სახეობა — Periploca graeca; იგი 12 მ-მდე სიმაღლის ლიანაა, აქვს ელიფსური ტყავისებრი ფოთლები და მურა-მწვანე ყვავილები. იზრდება ტყის სარტყელში, ტენიან ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე. მეტწილად დასავლეთ საქართველოს დაბლობის ტყეებში გვხვდება, აღმოსავლეთ საქართველოში უმთავრესად ჭალის ტყეებსა და ტენიან ხეობებშია. დეკორატიული მცენარეა. ქერქი შეიცავს ალკალოიდებს და გლიკოზიდ-პერიპლოცინს. ღვედკეცის ზოგიერთი სახეობის რძისებრი წვენი კაუჩუკს შეიცავს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ივანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 586.