კაროლ ჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Karol G (მუსიკოსი))
Karol G
ინგლ. Carolina Giraldo Navarro

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კაროლინა ჯირალდო ნავარო
დაბ. თარიღი 14 თებერვალი, 1991 (1991-02-14) (33 წლის)
დაბ. ადგილი მედელინი, კოლუმბია[1]
წარმოშობა მედელინი, ანტიოკია, კოლუმბია
ჟანრ(ებ)ი
  • Urbano
  • reggaeton
აქტიური 2007 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Latin
საიტი karolgmusic.com
კაროლ ჯი ვიკისაწყობში

კაროლინა ჯირალდო ნავარო, ცნობილი როგორც კაროლ ჯი (ინგლ. Carolina Giraldo Navarro; დ.1991 წლის 14 თებერვალს, მედელინი, ანტიოკია, კოლუმბია) — კოლუმბიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მისი კომპოზიციები მოიცავს შემდეგ ჟანრებს: რეგეტონი, ლათინური ტრეპი, Reggae და სერტანეჯა.

2018 წელს მან მოიგო ლათინური გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში. იგი ასევე ნომინირებული იყო Billboard Latin Music Awards-სა და Premios Lo Nuestro-ის ჯილდოზე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინა ჯირალდო ნავარო დაიბადა 1991 წლის 14 თებერვალს მედელინში. თოთხმეტი წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის X Factor-ში. რამდენიმე წლის შემდეგ, მან პირველი კონტრაქტი გააფორმა Flamingo Records-სა(კოლუმბია) და Diamond Music-თან (პუერტო-რიკო). ამ დროს აირჩია მუსიკოსმა "კაროლ ჯი" თავის ფსევდონიმად.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო წლებში მან ჩაწერა და გამოუშვა სიმღერები „En La Playa" 2007 წელს, „Por Ti" 2008 წელს, „Dime Que Si" 2009 წელს და „Mil Maneras" 2010 წელს.[3] იგი სწავლობდა მუსიკას ანტიოკიის უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში პარალელურად მღეროდა სხვადასხვა ადგილებში.

მან ჩაწერა სიმღერები „Tu Juguete" და "301" 2011-12 წელს. ცოტა ხნის შემდეგ, იგი გაემგზავრა მაიამიში Universal Records-თან შესახვედრად. ლეიბლმა უარი თქვა მომღერალთან კონტრაქტის დადებაზე, იმის გამო, რომ მათი აზრით კაროლ ჯი ვერ მიაღწევდა წარმატებას.[4] Universal Music-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, მან და მისმა მამამ გადაწყვიტეს თავად, დამოუკიდებლად ეზრუნათ მუსიკოსის კარიერაზე. ამიტომ, მუსიკოსმა დაიწყო კოლუმბიის კოლეჯებში, კლუბებსა და ფესტივალებზე კონცერტების ჩატარება.

კაროლ ჯი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში 2014 წელს. მან ხელი მოაწერა Universal Music Latino-სთან. მან ჩაწერა კოლაბორაცია პუერტო-რიკოელ რეპერთან და მომღერალთან Bad Bunny-ისთან, სახელწოდებით „Ahora Me Llama". კომპოზიცია მალევე გახდა პოპულარული, ამიტომ მუსიკოსმა ის თავისი სადებიუტო ალბომის, Unstoppable, წამყვან სინგლად აქცია. ალბომი გამოვიდა 2017 წელს.

2018 წლის ბოლოს მუსიკოსის სიმღერა „Secreto" ჰიტად იქცა ლათინურ ამერიკაში. კომპოზიცია გავიდა 68-ე ადგილზე Billboard Hot 100-ში, ხოლო მეხუთე ადგილზე US Hot Latin Songs ჩარტში.[5][6]

2019 წლის ივლისში მან გამოუშვა კოლაბორაცია „China" Anuel AA-სთან, J Balvin-თან, Daddy Yankee-სთან და Ozuna-სთან ერთად. კომპოზიციის ვიდეო გახდა მუსიკოსის პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელმაც მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა YouTube-ზე. სიმღერა ბილბორდის Hot Latin Songs-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა. კომპოზიცია ლიდერობდა როგორც Latin Digital Songs-ის, ასევე Latin Streaming Songs-ის ჩარტში. მომღერალმა სიმღერა შეასრულა ამერიკულ შოუში „The Tonight Show Starring Jimmy Fallon“ 2020 წლის 10 იანვარს.[7] სიმღერა გავიდა პირველ ადგილზე Billboard Hot Latin Songs-ის ჩარტში 2019 წლის 23 ნოემბერს და დარჩა 25 კვირის განმავლობაში.[8]

2019 წლის მაისში მუსიკოსმა გამოუშვა ალბომი Ocean.

მუსიკოსის სიმღერა „Tusa", რომელიც მან ნიკი მინაჟთან ერთად გამოუშვა, მოხვდა საერთაშორისო ჩარტებში და მოიპოვა RIAA-ს 28× ლათინური პლატინის სერტიფიკატი. კომპოზიცია 25 კვირის განმავლობაში იყო Billboard Hot Latin Songs-ის ჩარტში.

2020 წელს კაროლ ჯიმ ლათინური გრემის ოთხი ნომინაცია მოიპოვა.

ოქტომბერში მუსიკოსმა გამოუშვა ახალი სინგლი, „Bichota“, თავისი ახალი სტუდიური ალბომიდან KG0516. სიმღერა მალევე გახდა პოპულარული და ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში.[9]

მუსიკოსის ალბომი KG0516 2021 წლის 26 მარტს გამოვიდა.[10][11][12]

კაროლ ჯიმ 2021 წლის 21 სექტემბერს გამოუშვა წამყვანი სინგლი, „Sejodioto", მისი მომავალი ალბომიდან. კომპოზიციამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ნომინირებული იყო წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში ლათინურ გრემიზე.

2022 წლის აპრილში მუსიკოსმა გამოუშვა ახალი სინგლი ალბომიდან „Provenza". ჩანაწერი მალევე გახდა პოპულარული და ვირუსულად გავრცელდა.[13] 2022 წლის აგვისტოში კაროლ ჯიმ გამოუშვა კომპოზიცია „Gatúbela" მალდისთან ერთად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკოსი პუერტო რიკოელ რეპერს Anuel AA დაუახლოვდა 2018 წლის აგვისტოში მათი სიმღერის „Culpables" კლიპის გადასაღებ მოედანზე.[14] 2019 წლის იანვარში წყვილმა ოფიციალურად დაადასტურა მათი ურთიერთობა.

2019 წლის 25 აპრილს, კაროლ ჯი Billboard Latin Music Awards-ზე ბრილიანტის საქორწინო ბეჭდით გამოჩნდა და ოფიციალურად დაადასტურა მისი და Anuel AA-ის ნიშნობა. 2021 წლის 20 აპრილს მუსიკოსმა დაადასტურა, რომ წყვილმა დაასრულა ურთიერთობა.[15]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Karol G Is a Reggaeton Superstar — On ‘Ocean,’ She Transcends the Genre — 2019.
  2. Caraballo, Ecleen Luzmila. (13 May 2019) Karol G Is a Reggaeton Superstar — On 'Ocean,' She Transcends the Genre. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 5 May 2020
  3. Suarez, Gary. (22 May 2019) Karol G Is Bigger Than Reggaetón. Vice. ციტირების თარიღი: 5 May 2020
  4. Jackson, Jhoni. (11 November 2019) Karol G Is Leading Urbano's New Wave. Paper. ციტირების თარიღი: 5 May 2020
  5. Anuel AA Chart History (Hot 100). Billboard. ციტირების თარიღი: 16 April 2020
  6. Anuel AA Chart History (Hot Latin Songs). Billboard. ციტირების თარიღი: 16 April 2020
  7. Roiz, Jessica. (11 January 2020) Karol G Made Her Late-Night Debut With Violet 'Tusa' Performance on 'The Tonight Show': Watch. Billboard. ციტირების თარიღი: 23 January 2020
  8. Karol G – Hot Latin Songs Chart History. Billboard. ციტირების თარიღი: 5 May 2020
  9. INFORMACION.ES. (2020-12-09) ¿Qué significa "Bichota", la nueva canción viral de Karol G? es. ციტირების თარიღი: 20 March 2021
  10. „Karol G Reveals Nathy Peluso, Camilo, Ludacris & More Collabs on 'KG0516' Track List“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2021. ციტირების თარიღი: 23 March 2021.
  11. „Karol G Reveals New Album Title, Release Date and Cover Art“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2021. ციტირების თარიღი: 20 March 2021.
  12. „Karol G revela el título y la fecha de su nuevo álbum“. Billboard (ესპანური). 17 March 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2021. ციტირების თარიღი: 20 March 2021.
  13. Karol G dances in a white trikini and shows a preview of "Provenza", her new solo song en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 19 April 2021
  14. Fernandez, Celia. (2 May 2019) Inside Karol G and Anuel AA's Whirlwind Relationship. Oprah Magazine. ციტირების თარიღი: 16 April 2020
  15. Roiz, Jessica (21 April 2021). „Karol G & Anuel AA Confirm Breakup: 'We Still Love Each Other'. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 March 2021. ციტირების თარიღი: 6 October 2021.