ინტერნეტ ოქმი
IP (Internet Protocol — ქსელთაშორისი ოქმი) — მარშრუტიზაცია ქსელური ოქმი, საფუძველი TCP/IP ოქმების სტეკი.
IP ოქმი (RFC 791) გამოიყენება ქსელის ერთი ჰოსტიდან მეორეზე მონაცემთა არასანდო (პაკეტებად დაყოფილად) გადაცემისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამ ოქმის დონეზე მონაცემთა დანიშნულებამდე უცვლელად მისვლის გარანტია არ არსებობს. პაკეტები შეიძლება თავდაპირველი თანმიმდევრობით არ მივიდნენ, დაზიანდნენ ან საერთოდ დაიკარგონ. საიმედოობის გარანტიას იძლევა ისეთი სატრანსპორტო ოქმი, როგორიცაა TCP, რომელიც IP-ს ტრანსპორტად იყენებს.
ინტერნეტში გამოიყენება მეოთხე ვერსიის IP, რომელიც ასევე ცნობილია როგორც IPv4. ამ ვერსიის IP ოქმში, ქსელში არსებულ ყოველ წერტილს მიენიჭება IP მისამართი, რომელიც ოთხი ოქტეტისგან შედგება. ამგვარად ქვექსელებში კომპიუტერები ერთიანდებიან მისამართის საერთო პირველი ბიტებით. ამ პირველ ბიტებს ასევე ეწოდება ქვექსელის ნიღაბი.
IP პაკეტის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]+ | ბიტები 0–3 | 4–7 | 8–15 | 16–18 | 19–31 | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
0 | ვერსია | თავსართის სიგრძე | სერვისის ტიპი (ToS) | ჯამური სიგრძე | ||||||||||||||||||||||||||||
32 | იდენტიფიკატორი | დროშები | ფრაგმენტის გადახრა | |||||||||||||||||||||||||||||
64 | ცხოვრების დრო (TTL) | ოქმი | თავსართის ჯამი | |||||||||||||||||||||||||||||
96 | წყაროს მისამართი | |||||||||||||||||||||||||||||||
128 | დანიშნულების მისამართი | |||||||||||||||||||||||||||||||
160 | პარამეტრები | |||||||||||||||||||||||||||||||
160 or 192+ |
მონაცემები |
ლოკალური ქსელების დიაპაზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომხმარებლის კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის შემდეგ, IP მისამართი კომპიუტერს პროვაიდერის მიერ ენიჭება. ხოლო ლოკალური ქსელებისთვის გამოყოფილია IP მისამართთა შემდეგი დიაპაზონები:
- 192.168.0.1 — 192.168.255.254
- 172.16.0.1 — 172.31.255.254
- 10.0.0.1 — 10.255.255.254
კომპიუტერებს ასეთი მისამართებით ინტერნეტთან წვდომა შეუძლიათ პროქსი სერვერების ან NAT-ის მეშვეობით.