II კულტეპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
II კულტეპში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი

II კულტეპინახჭევანში არსებულო უძველესი დასახლება, რომელიც აზერბაიჯანში მდებარე ერთ-ერთი პირველი ქალაქ-სახელმწიფოს ცენტრი იყო. ქალაქი დაარსდა დაახლოებით 3 500 წლის წინ.

ეს სამკუთხედის ფორმის რეზიდენცია მდებარეობს იმ მხარეში, რომელიც აკავშირებს ჩერისა და ნახჭევანის მდინარეებს. II კულტეპის 7-10 სისქის პირველი ფენა თარიღდება ადრეული ბრინჯაოს ხანით. კვლევის დროს აღმოაჩინეს აგურისგან აგებული წრიული ფორმის შენობების ნაშთები. რადიოკარბონის (C 14) ანალიზის შედეგებმა კი აჩვენა, რომ იგი 3500-2400 წლის წინანდელია. ამ მრავალსართულიანი ძეგლის შუა საუკუნეების ფენის სისქე 4 მეტრზე მეტია. იგი შედგება მშენებლობის ოთხი ეტაპისგან, რომელიც ასახავს კულტეპის მკვიდრთა ცხოვრებას. საცხოვრებელი ადგილის გარშემო აშენდა დამცავი კედლები. საცხოვრებლების ნაშთებში, სამეურნეო და სამრეწველო შენობებში, აღმოაჩინეს მრავალი სახის მოხატული ქვა, ძვალი და ბრინჯაოს იარაღები.

კულტეპი მაცხოვრებლები, რომლებიც კარგად ფლობდნენ მშენებლობის სრულყოფილ ტექნიკას, ძირითადათ იყენებდნენ ისეთ მასალას, როგორიცაა აგური და ქვა. აქ აშენებული ციხე, საცხოვრებლები და სხვა შენობები, მაღალი არქიტექტურული პროდუქტია და ქმნის შესანიშნავ წარმოდგენას იმ ეპოქის სამშენებლო სამუშაოების შესახებ.

აქ აღმოჩენილია როგორც მონოქრომული, ასევე პოლიქრომული თიხის ქოთნები. ისინი ერთმანეთისგან გასხვავდება ფორმებით. ასევე თიხის ქოთნებზე მრავალი გეომეტრიული ნიმუშებია აღბეჭდილი.

II კულტეპის III მონაკვეთზე აღმოჩენილია ოთხკუთხა შენობის ნანგრევები. ძირითადად, აგურისგან ნაგები, იატაკი კი შედგებოდა ნიადაგისა და ქვისგან. კვლევებით დასტურდება, რომ ტერიტორია იყო შუა ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი ურბანული ტიპის დასახლება, რომელიც მოიცავდა 3 ჰექტარ საცხოვრებელ ადგილს. რეზიდენცია გარშემორტყმული იყო ციხესიმაგრის კედლებით. ციხის კედელი, რომლის სიგანე 2 მეტრს შეადგენდა, ტალახით იყო დაყენებული ქვაზე. კედლის მშენებლობაში გამოყენებული იყო დიდი კვადრატული აგური (აგურის მონაცემები: 32x32x11 სმ; 38x38x12 სმ; 40x40x12 სმ; 44x44x12 სმ).

ამის შემდეგ ცოტა ხანში, ციხის კედელი ნანგრევების ქვეშ ექცევა და კარგავს თავის დამცავ მნიშვნელობას. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კვლავ აღდგენილია, მაგრამ ფართობი მნიშვნელოვნად შემცირებულია. კოშკის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ძველი კედლის ნაცვლად შენდება ახალი. საცხოვრებელი და კომერციული შენობები გაბრტყელებული და გამაგრებული ტალახისსა და ქვებისაგან მზადდება. ზოგიერთ სახლში არის რამდენიმე ოთახი. ზოგჯერ ძლიერი და მოულოდნელი ხანძარი ანადგურებდა შენობებს, ხანძრის ნაშთებში ნაპოვნი იქნა მოხუცი კაცის ძვლები.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rəşid Göyüşov. Azərbaycan arxeologiyası. Bakı: 1986,
  • Azərbaycan tarixi (yeddi cilddə). I cild. Bakı: 2007,
  • Vəli Əliyev. Azərbaycanda tunc dövrünün boyalı qablar mədəniyyəti. Bakı: 1977,

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]