ხალილ იბრაჰიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხალილი იბრაგიმი)
ხალილ იბრაჰიმი
აზერ. Xəlil İbrahim
დაბადების თარიღი 1892
დაბადების ადგილი შუშა
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1938(1938-03-18)
გარდაცვალების ადგილი ბოიუქ-ზირა
საქმიანობა პუბლიცისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ხალილ იბრაჰიმი (აზერ. Xəlil İbrahim; 1892—1938) — აზერბაიჯანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალილ იბრაჰიმ-ოღლუ იბრაჰიმოვი ქალაქ შუშაში 1892 წელს დაიბადა. მამა ჩექმების ოსტატი გარდაიცვალა, როდესაც ის 5 წლის იყო. ხალილი თავის ოთხ ძმასთან და ერთ დასთან – გეიჩესთან ერთად დედის – ხალიჩისმქსოველის კმაყოფაზე დარჩნენ, ერთადერთი დამხმარე 9 წლის და იყო, რომელიც დედასავით ხალიჩებს ქსოვდა. ხალილ იბრაჰიმოვი სწავლობდა რუსულ-თათრულ სკოლაში მეცენატ გ. სარიჯალინსკის სტიპენდიის ხარჯზე. შემდგომ სწავლობდა შუშას რეალურ სასწავლებელში და ბაქოში სხვადასხვა პიროვნებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების ხარჯზე. 1909 წელს სტეპენდიის შეწყვეტის გამო ის წყვეტს სწავლას, ვერ ამთავრებს სასწავლებელს და მთელი წელი დაბორიალობს სხვადასხვა ქალაქებში - კიროვაბადში (ამჟამად განჯაში), ტიფლისში (თბილისი, საქართველო), ბაქოში სხვადასხვა საქმიანობით ფულის საშოვნელად. ბოლოსდაბოლოს, 1911 წელს სარიჯალინის მამულში განთქმული პოეტის კასიმ-ბექი ზაქირის შვილიშვილის საშინაო დაქირავებულ მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1912 წელს ამირაჯანში საზოგადოება «ნეშრი-მაარიფის» სკოლაში ღებულობდა მონაწილეობას. თანამშრომლობდა გაზეთებთან «აჩიგ სიოზ», «იღბალ», «ბესირეტ». 1919 წელს, 4 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, იყო გაზეთ «აზერბაიჯანის» რუსული ვერსიის რედაქტორი. 1930 წლიდან წელიწადნახევარი მუშაობდა აზერნეშრში მხატვრული ლიტერატურის რედაქტორად. რამეთუ სრულყოფილად ფლობდა სპარსულ, რუსულ, არაბულ, გერმანულ, ინგლისურ ენებს, დირექტიული ორგანოების გადაწყვეტილებით 1931 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში თარგმნით იყო დაკავებული. მათ შორის იყო ვ. ლენინის, კ. მარქსის სტატიები; უ. შექსპირის ტრაგედია «მაკბეტი»; ი. შილერის «მზაკვრობა და სიყვარული»; ა. ტოლსტოის «იმპერატორზე თავდასხმა» და სხვები. მარქსიზმის კლასიკოსების თარგმანები გამოიცემოდა 1937-1938 წლებში.[1]

ოცდაათიან წლებში რეპრესიების პერიოდში დააპატიმრეს და დახვრიტეს. 1956 წლის ივნისში აზერბაიჯანის სსრ სისხლის სამართლის უმაღლესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიის განჩინებით ხალილ იბრაჰიმოვი იქნა რეაბილიტირებული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Анвар Чингизоглы. Халил Ибрагим: Педагог, редактор, Баку, "Сой", 2011, с 46.