ჩარგაფის კანონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩარგაფის წესი)
Jump to navigation Jump to search

ჩარგაფის კანონები — სისტემა ემპირიულად აღმოჩენილი კანონებისა, რომლებიც აღწერენ დნმ-ში აზოტოვანი ფუძეების განსხვავებულ ტიპებს შორის არსებულ რაოდენობრივ შესაბამისობებს. კანონები ჩამოყალიბდა 1949—1951 წლებში ბიოქიმიკოს ერვინ ჩარგაფის ჯგუფის ნამუშევრების შედეგად.

ჩარგაფის ჯგუფის ნამუშევრებამდე ბატონობდა ეგრეთ წოდებული „ტეტრანუკლეოტიდური“ თეორია, რომლის თანახმადაც დნმ შედგება ოთხი სხვადასხვა აზოტოვანი ფუძის (ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი) განმეორებადი ბლოკებისგან. ჩარგაფმა და მისმა მეწყვილეებმა ქაღალდის ქრომატოგრაფიის მეშვეობით მოახერხეს დნმ-ის ნუკლეოტიდების დაშორება და სხვადასხვა ტიპის ნუკლეოტიდების ზუსტი რაოდენობრივი შესაბამისობის დადგენა. ჩარგაფის მიერ გამოვლენილი შესაბამისობები ადენინის (A), თიმინის (T), გუანინისა (G) და ციტოზინისთვის (C) შემდეგნაირი აღმოჩნდა:

  1. ადენინის რაოდენობა ტოლია თიმინის რაოდენობისა, ხოლო გუანინის რაოდენობა — ციტოზინისა: A=T, G=C.
  2. პურინების რაოდენობა ტოლია პირიმიდინების რაოდენობისა: A+G=T+C.
  3. 6 მდგომარეობაში ამინოჯგუფის მქონე ფუძეების რაოდენობა ტოლია 6 მდგომარეობაში კეტოჯგუფის მქონე ფუძეების რაოდენობისა: A+C=G+T.

ამასთან ერთად, შესაბამისობა (A+T):(G+C) სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის დნმ-ისთვის. ერთში შესაძლოა დომინირებდეს წყვილი AT, სხვებში — GC.

ჩარგაფის კანონებმა, რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მონაცემებთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშეს დნმ-ის სტრუქტურის გაშიფვრაში, რაც მოახერხეს ჯეიმზ უოტსონმა და ფრენსის კრიკმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ванюшин Б. Ф. Глава 23. Молекулярная биология // История биологии с начала XX века до наших дней. М.: Наука. 1975. с. 454
  • Chargaff, E., R. Lipshitz, C. Green and M. E. Hodes The composition of the deoxyribonucleic acid of salmon sperm Journal of Biological Chemistry (1951) Vol. 192. p. 223-230.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]