ში-ძა (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ში-ცზა (სანქტ-პეტერბურგი))
ში-ძა
Ши-цза́
კოორდინატები 59°57′09″N 30°19′53″E / 59.9526° ჩ. გ. 30.3314° ა. გ. / 59.9526; 30.3314
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მასალა გრანიტი
სიმაღლე 4,5
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810702002

ში-ძა (რუს. Ши-цза) — გრანიტისაგან დამზადებული წყვილი მითოლოგიური ლომი-მცველი, რომელიც დგას მდინარე ნევის ნაპირზე, პეტრეს სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგში. ქანდაკებების სიმაღლეა 4,5 მეტრი, ხოლო თითოეულის წონა 2,5 ტონა. ორივე კვარცხლბეკზე შემდეგი სახის წარწერაა: „ში-ძა მანჯურიის ქალაქ გირინიდან სანქტ-პეტერბურგში გადაიტანეს 1907 წელს. ინფანტერიის გენერლის ნ. ი. გროდეკოვის საჩუქარი“.

მითოლოგიური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთში მსგავსი ქანდაკებების წყვილს დგამენ ტაძრის, სასახლის და სასაფლაოს შესასვლელში. ისინი გამოსახავენ ლომებს, რომლებიც იცავენ შესასვლელს. ლომს მარჯვენა თათი უდევს ბურთზე, რომელიც გამოსახავს ბუდისტურ ცოდნას, სინათლე სიბნელეში და სურვილების შემსრულებელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ში-ძა დაამზადა გენერალმა ჩანმა XX საუკუნის დასაწყისში მანჯურიული გრანიტისაგან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გირინში, სპეციალურად მცირე სამლოცველოსათვის, მაგრამ 1904 წელს გენერალ ჩანის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ახლად დანიშნულმა ქალაქის გუბერნატორმა აჩუქა ამურისპირეთის გენერალ-გუბერნატორს ნ. ი. გროდეკოვს. გროდეკოვმა კი თავის მხრივ, გადაწყვიტა აღნიშნული ქანდაკებები საჩუქრად გადაეცა სანქტ-პეტერბურგისათვის, გადაიხადა გზის ხარჯები და რკინიგზის საშუალებით იგი ჩაიტანეს ვლადივოსტოკში, ხოლო იქიდან გემ „სოპერნიკით“ — სანქტ-პეტერბურგში.

გადაწყვიტეს, რომ 1907 წლის სექტემბერში პეტერბურგში ჩასული ჩინური ში-ძა დაედგათ ახლად აღდგენილ პეტრეს სანაპიროზე, რომელიც 1901-1903 წლებში მოაპირკეთეს გრანიტით. კვარცხლბეკების დამზადებასა და ქანდაკებების დამონტაჟებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ლ. ნ. ბენუა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]