ტელიფონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტელიფონი)
ტელიფონები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Telyphones
Holopeltidia
Uropigi

ტელიფონები, შოლტკუდიანები (ლათ. Thelyphonida) — ფეხსახსრიანი ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 7 სმ აღწევს. თავმკერდი გაბმული აქვთ, ქელიცერები მოკლე, საკმაოდ დიდი პედიპალპები. მეტწილად გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, ევროპასა და ავსტრალიაში. გარდა ამისა, ცნობილია აფრიკაში გავრცელებული 1 სახეობა — Etienneus africanus. იკვებებიან მწერებით, ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]