შინაარსზე გადასვლა

სფინქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სფინქსი (მითოლოგია))
გიზის სფინქსი.

სფინქსიმითური არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა. სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა. მისი თავი სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხეფრეს ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, მსგავსად მზის ღმერთ ჰარემახეთისა. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღეს ძალიან დაზიანებულია ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლო. არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა „სფინქსი“ ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგვიპტეში მას „შესეფ-ანხ“-ის ეძახიან, რაც ნიშნავს „ცოცხალ ხატს“ და რაც, რა თქმა უნდა, ღმერთის ამ მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა. ღმერთს ხშირად ადამიანის ტანითა და წმინდა ცხოველის თავით გამოსახავდნენ. ფარაონი ან მბრძანებელი, რომელიც ღმერთის მიწიერ ნაცვლად და მის ძედ მოიაზრდებოდა, უკუმიმდევრობით იყო გამოსახული — ადამიანის — მბრძანებლის თავით და ცხოველის ტანით. ამ ნახევრად ადამიანის, ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა ერთია, ხოლო განსხვავება მათს საპირისპიროობაშია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]