დასთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დასთანი''' ({{lang-fa|داستان}} — ამბავი, მოთხრობა, რომანი) — სპარსული მწ...
(განსხვავება არ არის)

17:49, 5 სექტემბერი 2020-ის ვერსია

დასთანი (სპარს. داستان — ამბავი, მოთხრობა, რომანი) — სპარსული მწერლობისათვის დამახასიათებელი ჟანრი, რომელიც შემდგომ გავრცელდა აღმოსავლეთის ხალხთა ლიტერატურაში.

დასთანი თავდაპირველად ცალკეულ ვრცელ საგმირო თუ რომანულ ეპიზოდებს, ზოგჯერ მთელ პოემებს, ფოლკლორულ ლეგენდებს ეწოდებოდა. მოგვიანებით მოხდა მისი დაკონკრეტება: ხალხური დასთანი გულისხმობს კლასიკური მწერლობის ნიმუშების ანონიმურ დამუშავებას და ხალხში გავრცელებას. დასთანის პირველი ნიმუშები (ძირითადად ვრცელი ისტორიულ-საფალავნო რომანები) ირანში გაჩნდა XI–XIII საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო საქალაქო ცხოვრების აღორძინებამ. ცნობილია სპარსული ხალხური დასთანების აზერბაიჯანული, უზბეკური, ტაჯიკური, ქურთული, ქართულენოვანი ვერსიები.

ლიტერატურა

  • გვახარია ა., სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან (დასთანები), თბ., 1973;
  • გვახარია ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.