ხორთუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი| '''ხორთუმი''' — ზოგიერთი ქვეწარმავლები|...
(განსხვავება არ არის)

09:33, 15 თებერვალი 2015-ის ვერსია

ხორთუმი — ზოგიერთი ქვეწარმავლისა და ძუძუმწოვრების სახის წაგრძელებული, მოძრავი ნაწილი, რომელსაც ბოლოზე ნესტოები აქვს. ასრულებს შეხების, ყნოსვისა და სუნთქვის ფუნქციას. განსაკუთრებით კარგად აქვს განვითარებული სპილოს. მისი ხორთუმი წარმოქმნილია წაგრძელებული ცხვირისა და ზედა ტუჩის შეზრდის შედეგად. ხორთუმის ბოლოზე თითისმაგვარი დანამატია, რომლის საშუალებითაც სპილო ნიადაგიდან პატარა საგნებსაც კი იღებს. ხორთუმის დანიშნულებაა შეხება, საკვების მიტაცება, საგნების დაკავება, წყლის შესრუტვა და მისი გადაცემა პირის ღრუში. ხორთუმს უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთი უხერხემლოს სხეულის წინა ნაწილს ან მის გამონაზარდს.

ლიტერატურა