სანსკრიტული ლიტერატურა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}


[[კატეგორია:ინდური ლიტერატურა]]
[[კატეგორია:სანსკრიტული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:სანსკრიტული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:შუა საუკუნეების ლიტერატურა]]
[[კატეგორია:შუა საუკუნეების ლიტერატურა]]

11:40, 1 თებერვალი 2014-ის ვერსია

სანსკრიტული ლიტერატურაინდოეთის ხალხთა ლიტერატურა კლასიკურ სანსკრიტზე. სათავეს იღებს ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე ძველ ინდოეთში. მისი უწყვეტი ტრადიცია განსაზღვრავს ინდური კულტურის მემკვიდრეობას, მის ცოცხალ კავშირს ინდოეთის სხვა (არაინდოარიულ) ენებზე არსებულ ლიტერატურასთან. კლასიკური სანსკრიტული ლიტერატურის აყვავების ხანაა ახალი წელთაღიცხვით I ათასწლეული. სანსკრიტული ლიტერატურა მოიცავს მხატვრული და მეცნიერული ლიტერატურის მრავალფეროვან ჟანრებს-უდიდეს ეპიკურ ნაწარმოებებს, მსოფლიოში ცნობილ ზღაპართა და იგავ-არაკთა კრებულებს, დრამატურგიას, ლირიკას, რომანს, პოეტიკურ და გრამატიკულ ტრაქტატებს(რომლებმაც გავლენა მოახდინეს ევროპის ამერიკის და აზიის საენათმეცნიერო აზროვნების განვითარებაზე), პოლიტიკური, იურიდიული, სამედიცინო, რელიგიური, ფილოსოფიური, მათემატიკური, გეოგრაფიული და მრავალი სხვა დარგის თხზულებებს[1]

სანსკრიტული ლიტერატურის თხრობითი ჟანრის ნიმუშთა ფესვები არიულ და წინაარიულ კულტურულ მემკვიდრეობაშია. მოგვიანებით ჩამოყალიბდა პროზის ჟანრი, რომელსაც ინდურ რომანს უწოდებენ. აღსანიშნავია დანდინის, სუბანდჰუს, ბანას რომანები. რომანის ჟანრს განეკუთვნება აგრეთვე ჩამპუ, რომელიც ხასიაათდება ტექსტში ლექსისა და პროზის მონაცვლეობით ძველი ინდური ტრადიციის მიხედვით[1].

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 86.