კრისტალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q43533 |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
{{ესკიზი}} |
{{ესკიზი}} |
||
[[category:ქიმია]] |
[[category:ქიმია]] |
||
[[en:crystal]] |
10:50, 23 აპრილი 2013-ის ვერსია
კრისტალი (ბერძნ. krystallos - თავდაპირველად - ყინული, შემდეგ - მთის ბროლი, კრისტალი), ერთგვაროვანი მყარი სხეული, რომელიც ბუნებრივადაა დაწახნაგებული. კრისტალის ფორმას, მის სიმეტრიას განსაზღვრავს კრისტალის ამგები ატომების კანონზომიერი განლაგება, სამგანზომილებიანი პერიოდული წყობა - კრისტალური მესერი, რომელიც ყოველ კონკრეტულ ნივთიერებაში გარკვეული სიმეტრიის მქონე კრისტალური ატომური სტრუქტურების სახითაა. კრისტალს ახასიათებს ანიზოტროპია. კრისტალი მყარი სხეულის ენერგეტიკულად წონასწორული მდგომარეობაა.
ბუნებრივი და ხელოვნური მყარი მასალის უმეტესობა პოლიკრისტალურია (მრავალი წვრილ-წვტილი კრისტალისგაბ შედგება). ცალკე განვითარებულ კრისტალებს მონოკრისტალებს უწოდებენ. კრისტალი ძირითადად წარმოიქმნება ხსნარიდან, მდნარიდან და აირაფი ფაზიდან, აგრეთვე მყარი ნივთიერების ფაზური გარდაქმნისას. (კრისტალიზაცია). კრისტალთა მასა მერყეობს სუბმიკროსკოპული კრისტალების მასიდან რამდენიმე ათეულ ტ-მდე.
ლიტერატურა
- ჯავრიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 36.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |