აქუა (ცათამბჯენი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 12 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q622895
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q622895
ხაზი 13: ხაზი 13:


[[კატეგორია:ჩიკაგო]]
[[კატეგორია:ჩიკაგო]]

[[ru:Аква (Чикаго)]]

00:06, 24 მარტი 2013-ის ვერსია

შენობის ფასადის დეტალის ილუსტრაცია

აქუა (Aqua) — 87-სართულიანი მშენებარე ცათამბჯენი ჩიკაგოში (ჩრდ. კოლუმბუსის გზატკეცილის ნ. 225); დასრულებისას ეს იქნება არქიტექტორი ჯინ განგის პირველი ცათამბჯენი. ეს ასევე უდიდესი სამშენებლო პროექტი იქნება ამერიკაში, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობდა.

პროექტი

შენობის ფასადი მინის იქნება ალაგ-ალაგ გამოზნექილი ბალკონებით, რომლებიც სართულიდან სართულზე ოდნავ იცვლის ადგილს და შენობას მოლივლივე ეფექტს აძლევს. ზოგიერთი ბალკონი ფასადიდან 3.7 მ-მდე გამოიწევს.

შენობას 5.100 კვ. მ. საოფისე და სავაჭრო ფართი ექნება, ასევე 210 სასტუმრო ოთახი (1-18 სართულები), 476 გასაქირავებელი საცხოვრებელი ბინა (19-52 სართ.), და 263 გასაყიდი ბინა და დუპლექსი (53-80 სართ.). აქუა ასევე პირველი შენობა იქნება ქალაქის ცენტრში, რომელშიც გასაყიდი, გასაქირავებელი ბინები და სასტუმრო მოთავსდება ერთდროულად.

რესურსები ინტერნეტში