საშინელებათა ფილმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ''' არის → ''' — using AWB
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საშინელებათა ფილმი''' — კინემატოგრაფიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა. საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: ''[[ფრანკენშტეინი]]'', ''[[დრაკულა]]'', ''[[კივილი]]'' და სხვ.
'''საშინელებათა ფილმი''' — კინემატოგრაფიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა. საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: [[ფრანკენშტეინი]], [[დრაკულა]], [[კივილი]] და სხვ.


== ისტორია ==
== ისტორია ==

09:56, 30 იანვარი 2013-ის ვერსია

საშინელებათა ფილმი — კინემატოგრაფიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა. საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: „ფრანკენშტეინი“, „დრაკულა“, „კივილი“ და სხვ.

ისტორია

მუნჯი კინო

საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმები იყო ჟორჟ მელიეს ეშმაკის ციხე-სიმაგრე (1896), რომელიც ვამპირებზე მოგვითხრობს. გერმანელმა პოლ ვეგენერმა 1913 წელს გადაიღო ფილმი Der Golem, რომელმაც 1930-იანი წლებიდან შთააგონა ჰოლივუდს მონსტრებზე ფილმები.

მეორე ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმების განვითარებაზე არის ისევ გერმანული ფ.ვ. მურნოს ნოსფერატუ ვამპირი (1922), რომელიც ვამპირებზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რობერ ვეინის დოქტორ კალიგარის კაბინეტს კინორეჟისორები დღესაც მოდელად მიიჩნევენ.

ხმოვანი კინო

1930-იან წლებში Universal Pictures-მა აშშ-ში რამდენიმე საშინელებათა ფილმი აწარმოა, რომლებშიც "გოთური" ატმოსფერო იყო გამეფებული. ამ ფილმებს შორისაა დრაკულა და ფრანკენშტეინი.

1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომისა და ატომური ბრძოლის შიშმა გავლენა იქონია საშინელებათა ფილმებზე, რომლებშიც ჩნდებიან უცხოპლანეტელები, რადიაციით ან მეცნიერული ექსპერიმენტებით მიღებული მუტანტები და გიგანტი მწერები.

1960-იანი წლებიდან საშინელებათა ფილმები უფრო შოკისმომგვრელი ხდება. ხშირად ურჩხულების მაგივრად ფსიქიურად არასტაბილური ადამიანებია გამოყვენილი, როგორც ეს ხდება ფსიქოში. 60-იანი წლების დასასრულისთვის საშინელებათა ფილმების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.

1990-იანი წლებიდან ამ ჟანრის ფილმებში ჩნდება პაროდიული და ირონიული ტონი, ამის მაგალითია კივილი.

რესურსები ინტერნეტში