გველგესლასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ - "Vipera-aspis-aspis-1.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Fastily-ს მიერ. მიზეზი: No source since 13 February 2012. |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ტაქსოდაფა * |
{{ტაქსოდაფა * |
||
| სახელი = გველგესლასებრნი |
| სახელი = გველგესლასებრნი |
||
| სურათის ფაილი = |
| სურათის ფაილი =Crotalus-basiliscus-basiliskenklapperschlange.jpg |
||
| სურათის სახელი = |
| სურათის სახელი = |
||
| სურათის აღწერა = [[ |
| სურათის აღწერა = მექსიკური [[ჩხრიალა გველი]] (Crotalus basiliscus) |
||
| სამეფო = ცხოველები |
| სამეფო = ცხოველები |
||
| ტიპი = [[ქორდიანები]] |
| ტიპი = [[ქორდიანები]] |
06:52, 21 თებერვალი 2012-ის ვერსია
გველგესლასებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მექსიკური ჩხრიალა გველი (Crotalus basiliscus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Viperidae | |||||||||||||
|
გველგესლასებრნი (Viperidae), შხამიანი გველების ოჯახი. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. ცნობილია გველგესლასებრთა 10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (მადაგასკარის გარდა). ცხოვრობენ მიწაზე, ხეებსა და სოროებში. აქტიურობენ მეტწილად საღამო ხანს და ღამით. გაღიზიანებულები სპირალურად ეხვევიან, იბერებიან, ძლიერ სისინებენ და ელვის სისწრაფით ესხმიან თავს მსხვერპლს. გველგესლასებრნი ძირითადად იკვებებიან მცირე ზომის მღრღნელებით, პატარა ფრინველებით და ხვლიკეპბით, ზოგნი - მწერებით. უმრავლესობა კვერცხცოცხლადმშობია. საკუთრივ გველგესლას (Vipera) გვარში 11-13 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ოთხი სახეობა ველის გველგესლა (Vipera ursini), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes) და გიურზა, რომელიც თავის მონათესავეთა შორის ყველაზე დიდია. აფრიკული გველგესლას (Bitis) გვარი აერთიანებს 8-10 სახეობას. ეფას გვარის სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ტრამალებში. მიწის გველგესლას (Atractaspis) გვარის სახეობები უმეტესად აფრიკაში ბინადრობენ. გველგესლასებრთა, მაგ. Bitis-ის შხამი საზიანოა ადამიანისათვის - შლის სისხლის წითელ უჯრედებს, აზიანებს ნერვულ სისტემას. მრავალი სახეობის ნაკბენი სახიფათოა ცხოველისთვისაც. გველგესლასებრთაგან მიღებულ გველის შხამს მედიცინაში იყენებენ.
ლიტერატურა
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 138.