სანქტ-პეტერბურგის დიდი სახელმწიფო ცირკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო დიდი ცირკი)
სანქტ-პეტერბურგის დიდი სახელმწიფო ცირკი
Большой Санкт-Петербургский государственный цирк
კოორდინატები 59°56′19″N 30°20′28″E / 59.938569° ჩ. გ. 30.34117° ა. გ. / 59.938569; 30.34117
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ვასილ კენელი
გახსნის თარიღი 1877
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830821000

სანქტ-პეტერბურგის დიდი სახელმწიფო ცირკი (რუს. Большой Санкт-Петербургский государственный цирк) — პირველი ქვის სტაციონარული ცირკი რუსეთში, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ქვეყანაში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. ცირკის ისტორიული სახელწოდებაა ასევე „ჩინიზელის ცირკი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს არსებული ცირკის შენობა, 1877 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა. ცირკის დიდი სცენა დაახლოებით 13 მეტრია და ცირკში არის თავშესაფარი, 150 ცხენის საცხოვრებელი. შენობის არქიტექტორი ვასილი კენელი იყო. ჩინიზელის ცირკი რუსეთში არის ჰინეს ცირკის მემკვიდრე, რომელიც დაიხურა 1875 წელს.

ჩინიზელების ოჯახი ცირკს ხელმძღვანელობდნენ 1921 წლამდე, სანამ ისინი ემიგრაციაში წავიდოდნენ. მათი ოჯახი ხშირად იჯარით იღებდა ცირკის შენობას, ასე მაგალითად 1898 წელს, როცა მათ შეძლეს რუსეთში ჭიდაობის პოპულარიზაცია და სწორედ ამ შენობაში გამართეს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.

1928 წელს, სწორედ ამ შენობაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ცირკის მუზეუმი. 2014-2015 წლებში ცირკში ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია განხორციელდა. გამაგრდა ცირკის საფუძველი და კედლები, ცირკის გუმბათი განახლდა. დარბაზში ნაკლები რიგებია, თუმცა მისი ადგილმდებარეობა უფრო მოსახერხებელია. ორკესტრი ასევე გადავიდა იმპერიულ ლოჟაში, თავის თავდაპირველ ადგილას (ფარანგის ფარდასთან). 2015 წელს ცირკს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი „ჩინიზელი“, რომელიც მას გაეტანო ჩინიზელის პატივისცემის ნიშნად ეწოდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცირკი იმ დროისათვის მართლაც უჩვეულო და გასაოცარი ხედვით არის აშენებული. მსოფლიოში პირველად, 49.7 მეტრი სიგრძის გუმბათის აშენებისას, გარკვეული შიდა სვეტების საყრდენები არ იყო გამოყენებული, რამაც უჩვეულო სივრცული ეფექტი შექმნა. ასეთი, გუმბათის პრინციპულად ახალი დიზაინი, როგორც გიგანტური გადატრიალებული თასს ჰგავდა, შემდგომში ფართოდ გამოიყენებდნენ მსგავსი სტრუქტურების მშენებლობაში. დღეისათვის დარბაზის ტევადობაა დაახლოებით 5 000 ადამიანი. დერეფნები გაფორმებულია მდიდრული ნახატებითა და გასაოცარი სარკეებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]