ავთანდილ სააკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სააკაძე, ავთანდილ)
Jump to navigation Jump to search

ავთანდილ გიორგის ძე სააკაძე (გ. 3 ოქტომბერი, 1629) — გიორგი სააკაძის პირმშო და თანამებრძოლი. პირველად 1607 წელს დოკუმენტში იხსენიება მამასთან ერთად. მონაწილეობდა 1625 წელს ქართლ-კახეთის აჯანყებაში, თავი გამოიჩინა მარტყოფისა (მოკლა ყარჩიხა-ხანის ვაჟი იმამვერდი-ბეგი) და მარაბდის ბრძოლებში. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთში წაჰყვა გ. სააკაძეს. მოკლეს მამასთან ერთად ხუსრევ-ფაშას ბრძანებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
  • ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 535, თბ., 1984 წელი.