პაკისტანის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პაკისტანის პოლიტიკა)
Jump to navigation Jump to search
პაკისტანის პოლიტიკა

პაკისტანის პოლიტიკა ხორციელდება კონსტიტუციის მიერ დადგენილი წესით. ქვეყანა ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პროვინციული მთავრობები სარგებლობენ საკმარისი ავტონომიით და აქვთ სათანადო უფლებამოსილება. თუმცა, რეალური ძალაუფლება ეროვნული კაბინეტის ხელშია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთობლივად ახორციელებს საქმიანობას ორპარტიულ პარლამეტიანთან და უმაღლესს მოსამართლესთან ერთად.[1] კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობები უზრუნველყოფს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის საქმიანობის დელიკატურ შემოწმებას და ბალანსს.[2]

სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ ხუთი წლის ვადით. პრეზიდენტს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება ჰქონდა, სანამ 2010 წელს არ შეიტანეს კონსტიტუციაში მე-18 შესწორება, რომელმაც ჩამოართვა მას ძირითადი ძალაუფლება. მას შემდეგ, პაკისტანი ნახევრად საპრეზიდენტო სისტემიდან, მთლიანად გადავიდა საპარლამენტო სისტემაზე.[3]

მთავრობა შედგება სამი შტოსგან: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. აღმასრულებელი შტო შედგება მინისტრთა კაბინეტისგან, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. აღმასრულებელი შტო სრულიად დამოუკიდებელია საკანონმდებლო შტოსგან, რომელიც შედგება ორპალატიანი პარლამენტისგან. ზემო პალატაა სენატი, ხოლო ქვედა ეროვნული ასამბლეა.[4] სასამართლო შტო ფორმირდება უზენაესი სასამართლოს მიერ, როგორც უმაღლესი სასამართლო.[5][6] სასამართლოების ფუნქცია არის კონსტიტუციისა და ფედერალური კანონებისა და წესების ინტერპრეტაცია.[7][8]

პაკისტანი მრავალპარტიული დემოკრატიაა, სადაც რამდენიმე პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი ეროვნულ და პროვინციულ ასამბლეებში. თუმცა, 1971 წელს ბანგლადეშის გამოყოფის შემდეგ, დამყარდა ორპარტიული სისტემა, სადაც ჩართული იყო „ხალხის პარტია“ და „მუსლიმური ლიგა“. ასევე დაიწყო ცენტრისტული პარტიების პოპულარობის ზრდაც, მაგალითად „PML-Q“-სა და „PTI“-ის.[9][10] სამხედროებმა ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი შეასრულეს. 1950-დან 2000 წლამდე რამდენიმე სამხედრო გადატრიალება განხორციელდა, როდესაც დემოკრატიული რეჟიმები დაამხეს. თუმცა, 2008 წელს პრეზიდენტ მუშარაფის გადადგომის შემდეგ, სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შორის მკვეთრი ხაზი გაისვა და პაკისტანი უფრო ახლოსაა ლიბერალ დემოკრატიად გადაქცევისთვის.[11][12][13][14][15][16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Part I: "Introductory".
  2. იხილეთ პაკისტანის კონსტიტუციის ნაწილი III: პაკისტანის ფედერაცია
  3. Chapter 3: "The Federal Government" of Part III: "The Federation of Pakistan".
  4. Parliament of Pakistan. Parliament of Pakistan. Parliament of Pakistan press. წაკითხვის თარიღი: 3 March 2015.
  5. Supreme Court. Court system of Pakistan. Supreme Court of Pakistan Press, PDF. წაკითხვის თარიღი: 3 March 2015.
  6. Supreme Court of Pakistan press. Judicature Branch. Supreme Court of Pakistan press. წაკითხვის თარიღი: 3 March 2015.
  7. The Judicature.
  8. Chapter 1: "The President" of Part III: "The Federation of Pakistan".
  9. Haqqani, Husain (2005) Pakistan between mosque and military. Washington, D.C.: Carnegie Endowment for International Peace. ISBN 0870032852. 
  10. Aziz, c Mazhar (2009) Military control in Pakistan : the parallel state, Transferred to digital printing., London: Routledge. ISBN 978-0415544740. 
  11. Hasan, Mubashir (2000) The mirage of power.. Karachi: Oxford University Press. ISBN 9780195793000. 
  12. Lieven, Anatol (2011) Pakistan a hard country, 1st, New York: PublicAffairs. ISBN 1610390237. 
  13. Jones, Owen Bennett (2003) Pakistan eye of the storm, 2nd, New Haven, Conn.: Yale University Press. ISBN 9780300101478. 
  14. Chadda, Maya (2000) Building democracy in South Asia : India, Nepal, Pakistan. Boulder [etc.]: L. Rienner. ISBN 1555878598. 
  15. Cohen, Stephen Philip (2006) The idea of Pakistan, Rev., Washington, D.C.: Brookings Institution Press. ISBN 978-0815715030. 
  16. Beaumont, edited by Christophe Jaffrelot ; translated by Gillian (2004) A history of Pakistan and its origins, New, London: Anthem. ISBN 1843311496.