ოლდ ბოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოლდბოი)
Jump to navigation Jump to search
ოლდ ბოი
Oldboymanga.jpg
პირველი ტომის გარეკანი
მანგა
ავტორი გარონ ცუჩია
ილუსტრატორი ნობუაკი მინეგიში
გამომცემელი Futabasha
ორიგინალური გამოცემა 19961998
ტომები 8
დაკავშირებული ნამუშევრები

ოლდ ბოი (იაპონ. オールド・ボーイ ორუდო ბოი?) — იაპონური მანგის სერია, შექმნილი გარონ ცუჩიას და ილუსტრირებული ნობუაკი მინეგიშის მიერ. მისი სიუჟეტი მოგვითხრობს მთავარი პერსონაჟის, შინიჰიჩი გოტოს შესახებ, რომელიც, კერძო საპყრობილეში ათწლიანი პატიმრობის შემდეგ მოულოდნელად თავისუფლდება. ამ გათავისუფლების შემდეგ გოტო ეძებს მათ, ვინც იგი უკანონოდ დააკავა და ცდილობს, დაადგინოს, თუ რატომ დააპატიმრეს.

ოლდ ბოი სერიების სახით იბეჭდებოდა ჟურნალ Weekly Manga Action-ში, 1996—1998 წლებში. სულ გამოვიდა მისი 79 თავი. მოგვიანებით სერია ითარგმნა Dark Horse Comics-ის მიერ და გამოიცა 2006—2007 წლებში. მანგა აგრეთვე ადაპტირებული იქნა ჯილდოებით აღნიშნული სამხრეთ კორეული ფილმის სახით (2003). 2013 წელს სპაიკ ლიმ გადაიღო მისი ახალი ვერსია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]