შინაარსზე გადასვლა

ნოვგოროდის რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკა)
„დეტინეცი“, რუს. «Детинец» (ნოვგოროდის კრემლი)

ნოვგოროდის მიწა (რუს. Новгоро́дская земля́ ან რუს. Земля́ Новгоро́дская) — კიევის რუსეთის (შემდგომში კი მოსკოვის სახელმწიფოს) შემადგენლობაში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო-ტერიტორიული ერთეული, (1708 წლამდე) რომლის ცენტრი ნოვგოროდში იყო. ოქროს ხანის დროს მისი საზღვარი გადიოდა თეთრ ზღვაზე, ხოლო აღმოსავლეთით ურალის მთებზე. დღეისათვის მთლიანად შედის რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.

ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ვეჩე, რომელიც ბოიართა რიგებიდან ირჩევდა მმართველ პირებს („პოსადნიკი“, „ტისიაცკი“) და არქიეპისკოპოსსაც კი (1156 წლამდემდე). დიდი უფლებებით სარგებლობდა არქიეპისკოპოსი, რომელიც განაგებდა ხაზინას, საგარეო საქმეებს, სამართალს და სხვა საკითხებს. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ ვაჭარ-ხელოსნებიც, რომელიც თავისი გაერთიანებები ჰქონდათ. ვეჩე იწვევდა მთავარსაც (მეტწილად ვლადიმირის სამთავროდან), რომელსაც სარდლის მოვალეობა ეკისრებოდა, მაგრამ ომის დაწყებისა და ზავის დადების უფლება მას არ ჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]