ნეკრობაქტერიოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეკრობაცილიოზი)

ნეკრობაქტერიოზი, ნეკრობაცილიოზი — შინაური და გარეული ცხოველების ინფექციური დაავადება. უფრო მეტად ცხვარი და ირემი ზიანდება. ზოგჯერ ფარაში ყველა ბატკანი დაავადებულია. აღინიშნება როგორც საძოვრული, ისე ბაგური შენახვის დროს. იწვევს ნეკროზის ჩხირი (Bact. necrophorum), რომელიც იჭრება დაზიანებულ ქსოვილში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, აგრეთვე ჭრილობის გზით, სწრაფად მრავლდება და გამოყოფილი ტოქსინით იწვევს უჯრედისა და ქსოვილის ნეკროზს. დაავადება მიმდინარეობს ქვემწვავედ ან ქრონიკულად. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღე გრძელდება. ზიანდება კანი და ლორწოვანი გარსი, განსაკუთრებით ჩლიქები. აღინიშნება შესივება, ტკივილი, კოჭლობა, ტემპერატურა 40°C აღწევს. ინტოქსიკაციის შედეგად ცხოველი სუსტდება და კვდება. დიაგნოზს ადგენენ დაზიანებული კერიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით.

მკურნალობა და პრევენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადებული ცხოველი უნდა გავაცალკეოთ და ვუმკურნალოთ სადეზინფექციო ხსნარებით, სულფანილ-ამიდური პრეპარატებით, ანტიბიოტიკებით (ბიომიცინი და სხვა), დანეკროზებული ქსოვილის ამოკვეთით. ლეში უნდა დავწვათ და 30-დღიანი კარანტინი გამოვაცხადოთ, ჩავატაროთ დეზინფექცია. პროფილაქტიკის მიზნით ცხოველები უნდა ვამყოფოთ მშრალ სადგომში და მოვარიდოთ ჭაობიან საძოვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]