ნაურსაბა-ტანის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნამოსახლარი ნაურსაბა-ტანა)

ნაურსაბა-ტანის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში. განეკუთვნება ძვ. წ. X-VI საუკუნეებს.

ჩრდილოეთის მხრიდან მას, სურათებზე ეტყობა სამი სათავდაცვო არხი, სამხრეთის მხრიდან კი მხოლოდ ერთი. ნამოსახლარის ნაწილი თითქოს ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი შედარებით მომცრო დასავლეთის კიდეზე მდებარეობს, ხოლო მეორე აღმოსავლეთისაკენ. ორივე არეალში ჩანს ნაგებობების ბუდობები. აღმოსავლეთის მხრიდან თითქოს კიდევ ერთი არეალია თხრილით შემოსაზღრული, რომელზეც ნაგებობის კვალი არ იკვეთება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39256