ბუგრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მცენარეთა ტილები)
ბუგრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Aphidodea

ბუგრები (ლათ. Aphidodea), მცენარეთა პარაზიტი მწერების ქვერიგი ტოლფრთიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 0,3-იდან 7,5 მმ აღწევს; შეფერილობა ჩვეულებრივ შეხამებულია იმ მცენარის ფერთან, რომელზედაც ბუგრები პარაზიტობენ. ხშირად დაფარული არიან ცვილისებრი მტვრით ან ღინღლით.

ბუგრებს ახასიათებს პართენოგენეზისა და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობა. პარაზიტობს გარკვეულ მცენარეზე და მცენარის გარკვეულ ნაწილებზეც კი. ზოგი ბუგრი კულტურული მცენარის საშიში მავნებელია (ვაზის ფილოქსერა, კომბოსტოსა და ბურტყლა ბუგრები), ზოგი - მცენარეთა ვირუსული დაავადებების სახეობა, რომლებიც უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში არიან გავრცელებული.

საქართველოში გავრცელებულია ბუგრების მრავალი სახეობა, ბუგრები ხშირად სიმბიოზურ დამოკიდებულებაშია ჭიანჭველებთან, რომლებსაც ბუგრების ტკბილი გამონადენი იზიდავს. ბუგრების მრავალი სახეობის უხვი გამონადენი მცენარეზე ქმნის ე. წ. ცვარტკბილს, რომელსაც ფუტკრები ღალის ნაკლებობის დროს იყენებენ. ზოგი ბუგრი სასარგებლოა - მათ მიერ მცენარეებზე (ფსტასა ან ბუსტუღზე) წარმოქმნილი გალებიდან იღებენ ძვირფას მღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს. მავნე ბუგრებს ებრძვიან ქიმიური, აგროტექნიკური და ბიოლოგიური მეთოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]