მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ზვონარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ზვონარი) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ზვონარი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′51″ ჩ. გ. 37°37′23″ ა. გ. / 55.76417° ჩ. გ. 37.62306° ა. გ. / 55.76417; 37.62306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710704000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კარლ ბლანკი
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1760-1781

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის მეშჩანის რაიონში. ტაძარი არის ესტონეთში მდებარე პიუჰტიცის მონასტრის მეტოქი.

ტაძარს აქვს ორი საკურთხეველი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხარების სახელზე, გარდა ამისა აქვს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ალექსი მიტროპოლიტის, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის, სერგი რადონეჟელის, ღვთისმშობლის მიძინებისა და დიმიტრი როსტოველის სახელობის ეგვტერები.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია ძველის ადგილზე ააგეს ჯერ კივევ ივანე მრისხანეს დროს. ამ პერიოდში აქ იდგა ხის ეკლესია, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებდა და ცნობილი იყო ნიკოლოზის ღვთისსახლის (Николы Божедомского) ეკლესია, მასთან ახლოს მდებარეობდა ღატაკტა სახლი (убогий дом), სადაც კრძალავდნენ უბადრუკ ადამიანებს.

ეკლესია რომელიც მოიხსენიება 1619წელს იყო ხის და შემდეგ პერიოდში რამდენჯერმე დაიწვა, რის შემდეგაც ხდებოდა მისი აღდგენა მრევლის ფინანსებით. 1657 წლისათის იგი უკვე მოიხსენიება როგორც ქვის ნაგებობა. მას შემდეგ, რაც მის გარშემო ჩამოყალიბდა ზვონარის სლობოდა ეკლესიას 1677 წლიდან უკვე ზვონარის წმინდა ნიკოლოზის სახელი ეწოდა. 1760 წელს გრაფ ივანე ვორონცოვის თანხებით დაიწყეს ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა. პროექტის არქიტექტორი იყო კარლ ბლანკი. ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა 1781 წლამდე. ეკლესია ააგეს ბაროკოს სტილში, რომელსაც კლასიციზმის მცირე გავლენაც ეტყობოდა. ტაძრის ფასადი გაფორმებულია თეთრი ქვის დეკორით.

ამ სახით ეკლესია შემონახულია ჩვენს დრომდე, თუმცა მცირე ცვლილებები განიცადა 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის შემდეგ. 1900 წელს მიმდინარეობდა ტაძრის რესტავრაცია.

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და გადააკეთეს საწყობად. შემდეგ აქ განათავსეს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის სურათების კათედრა.

1996 წელს პატრიარქმა ალექსი II-მ მიიღო პიუჰტიცის მონასტრის მეტოქის შექმნაში. პატრიარქმა მონასტრის მთავარ ტაძრად შეარჩია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი. 1994 წელს მიმდინარეობდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხარების სახელზე, გარდა ამისა აქვს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ალექსი მიტროპოლიტის, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის, სერგი რადონეჟელის, ღვთისმშობლის მიძინებისა და დიმიტრი როსტოველის სახელობის ეგვტერები. ყველაზე ღირებული ხატია ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელიც გადაარჩინეს მძიმე წლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]