მომხმარებელი:დათო123456

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამრეკლო ფუტკრის ხედი, ანტენების, სამი ოკეანის, ნაზავი თვალების, სენსორული ჯაგარი და მაწანწალა.

[[ფაილი:Wasp_attack.jpg|მინი|250პქ|მარჯვნივ| მეფუტკეობის პროდუქტები და ადამიანის ჯანმრთელობა

ფუტკარი ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა. მასზე ხალხს ბევრი ლეგენდა თუ თქმულება შეუქმნია.
    ფუტკრის ოჯახის ჰარმონიულობა, შესაშური შრომისმოყვარეობა, მის მიერ შექმნილი გეომეტრიულად სწორი ფიჭის უჯრედები, გამრავლების განსაკუთრებული პროცესები და სხვ დღესაც ბოლომდე შეუცნობია და მეცნიერთა, ფილოსოფოსთა, ნატურალისტთა კვლევის საგანს წარმოადგენს.
    უხსოვარი დროიდან ადამიანები ფუტკარს მიიჩნევდნენ სიწმინდის, შრომისმოყვარეობის, წესრიგის, მომჭირნეობის სიმბოლოდ.
    ფუტკრის ბუნების ერთ-ერთი ფენომენია და მისი შესწავლა ხელს შეგვიწყობს გავიღრმავოთ ჩვენი ცოდნა ბუნებაზე, უკეთ შევიცნოთ მისი კანონზომიერებანი და ევოლუცია.
    ბუნებაში არსებულ მწერთა შორის, რომლებიც მილიონამდე სახეობას შეადგენს, ფუტკარი ყველაზე სასარგებლოა ადამიანისათვის. ფუტკარი, რომ არ ყოფილიყო, 100 000-ზე მეტი მცენარის სახეობა დაიღუპებოდა.
    ფუტკრის როლი ენტემოფილური კულტურების ჯვარედინ დამტვერვასა და მოსავლიანობის გადიდებაში ყველას გაუგონია, მაგრამ ბევრს დავიწყებული აქვს, რომ ფუტკრის დამტვერვის შედეგად ხეხილოვანი კულტურების მოსავლიანობა 60-65%-ით იზრდება, მრავალწლიანი საკვები  კულტურების თესლისა (ესპარცეტი,სამყურა,წიწიბურა) - 50-80%-ით, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისა - 150-165%-ით, მზესუმზირასი - 30-50%-ით და ა.შ
    ფუტკრის თაფლი, სანთელი, შხამი, სადედე ფუტკრის რძე, დინდგელი, ყვავილის მტვერი მეტად საჭირო და სასარგებლო ბუნებრივი პროდუქტებია, რომელსაც ადამიანი ფართოდ იყენებს როგორც საკვებად, ისე სამკურნალო ნივთიერებების დასამზადებლად. ეს პროდუქტები მდიდარია პროტეინებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფერმენტებით, ანტიბაქტერიული და ბიოლოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის  ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
    ამ პროდუქტებიდან ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს თაფლს, რომელიც სასწაულ სამკურნალო, საკვებ პროდუქტს, სიცოცხლის გახანგრძლივობისა და ჯანმრთელობის ელექსირს წარმოადგენს.
    მეორე პროდუქტი, რომელიც თავისი მნიშვნელობით და ღირებულებით გამოირჩევა, არის ცვილი(სანთელი). იგი ორგანული ნივთიერებაა, რომელსაც გამოიმუშავებს ფუტკარი და იყენებს როგორც სამშენებლო მასალას.

ამ ბოლო წლებში სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ დაინერგა ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა (აპითერაპია).

    საქართველოში მეფუტკრეობას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ; ქართული ფუტკარი თავისი სამეურნეო ნიშან-თვისებებით გამოირჩევა მსოფლიოში გავრცელებული მრავალი სხვა ფუტკრის ჯიშებს შორის.
    ჩვენს ქვეყანაში არსებული ფუტკრის ჯიშური დარაიონების გეგმის მიხედვით, ქართული ფუტკრის დედები იგზავნება ცხრა მოკავშირე და ოთხ ავტონომიურ რესპუბლიკაში, ორ მხარესა  და რსფსრ და უკრაინის ორმოცდაორ ოლქში.

საქართველოში ამჟამად 150000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახია, მათ შორის საზოგადოებრივ სექტორში - 70000, ხოლო მოყვარულ მეფუტკრეთა სარგებლობაში - 80000 ოჯახი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]