მასნავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მესნევი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მასნავი, მესნევი (არაბ. — წყვილეული), არაბული პოეტიკის მიხედვით, ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა (აა, ბბ, გგ). ფართოდ გავრცელდა კლასიკურ სპარსულ პოეზიაში, საგმირო, რომანული და დიდაქტიკური ჟანრის თხზულებებისათვის (რუდაქის „ქილილა და დამანას“ ფრაგმენტები, ფირდოუსის „შაჰნამე“, ნიზამის პოემები და სხვა). „მასნავი“ ჰქვია ჯალალ ალ-დინ რუმის ამ სალექსო ფორმით დაწერილ პოემასაც. იხმარება აგრეთვე თურქულ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ ლიტერატურაში. გვხვდება ქართულ პოეზიაში „მრჩობლედის“ სახელწოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]