მელპომენე (მუზა)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მელპომენე ( „მომღერალი“) — ზევსისა და მნემოსინას ასული, ერთ-ერთი ცხრა მუზათაგანი, პირველად ზოგადად სიმღერის, შემდეგ კი სამგლოვიარო სიმღერისა და ტრაგედიის მუზა. თეატრალურად მოსილი მაღალი ქალი, რომელსაც თავზე ვაზის გვირგვინი ედგა, ხელში კი ხმალი და ტრაგიკული ნიღაბი ეჭირა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983