ლუბლინის უნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლუბლინის უნია 1569)
Jump to navigation Jump to search
ლუბლინის უნია

ლუბლინის უნია — შეთანხმება პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ, რეჩ პოსპოლიტად (Rzeczpospolita, სიტყვასიტყვით - რესპუბლიკა), გაერთიანების შესახებ. უნიის საკითხის განხილვა დაიწყო 1569 წელს ლუბლინში პოლონეთისა და ლიეტუვის ფეოდალთა საერთო სეიმზე. ხელი მოაწერეს 28 ივნისს, 1 ივლისს დაამტკიცეს პოლონეთისა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატებმა ცალ-ცალკე. ლუბლინის უნიით პოლონეთსა და ლიეტუვაში უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი სახელმწიფო წესწყობილება, ერთიანი ფულადი სისტემა, საერთო სეიმი. სახელმწიფოს სათავეში იქნებოდა მეფე, რომელსაც ერთობლივად აირჩევდნენ ორივე ქვეყნის ფეოდალები. ლუბლინის უნიამ დაადასტურა ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორიის ნაწილის პოლონეთის სამეფოსთან შეერთება; ლივონია ცხადდებოდა საერთო სამფლობელოდ, ურთიერთ შორის უქმდებოდა ბაჟები; რეჩ პოსპოლიტა ერთიან სახელმწიფოდ გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზეც. მიუხედავად ამისა, ლიეტუვის სახელმწიფოებრივი განცალკევებულობა მთლიანად არ ისპობოდა:შენარჩუნებული იქნა განსაკუთრებული კანონმდებლობა, სასამართლო, საკუთარი უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობები, ხაზინა, ჯარი. XVII-XVIII სს. განმავლობაში სახელმწიფოებრიობის ეს ელემენტები თანდათან უქმდებოდა, ხოლო 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუციამ ფაქტობრივად გააუქმა ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის ნარჩენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]