კონსტანტინე ჩლაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოტე ჩლაიძე)
კონსტანტინე ჩლაიძე
ფაილი:Kote Chlaidze-2015.jpg
კონსტანტინე ჩლაიძე, 2015
დაბადების სახელი კონსტანტინე ჩლაიძე
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1973 (1973-01-31) (51 წლის)
თბილისი
რეზიდენცია თბილისი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 2003 – დღემდე
მეუღლე(ები) თამარ ამაშუკელი

კონსტანტინე ჩლაიძე (დ. 31 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე გიორგის ძე ჩლაიძე დაიბადა 1973 წლის 31 იანვარს, თბილისში, კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის[1] ოჯახში.

1979—1987 წ.წ. სწავლობდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, 1990 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 სკოლა.

1990—1995 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსამენეჯერო ფაკულტეტზე.

1997-1999 წლებში გაიარა უმაღლესი სარეჟისორო კურსები ტელე-რადიო ინსტიტუტში (ალექსანდრე რეხვიაშვილისა და ოთარ შამათავას სახელოსნო)

1999—2004 წლებში მუშაობდა სატელევიზიო სტუდია ტიბისი ტივი, ტელეკოპანია მე-9 არხსა და პირველ არხზე გადაცემების რეჟისორად.

2004 წელს კონსტანტინე ჩლაიძე დაინიშნა კულტურის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ კინოს დარგში.

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში მუშაობს 2005 წლიდან დირექტირის მოადგილის, 2008-10 წლებში დირექტორის, 2010 წლიდან კი კინოკომისიის პროექტის მენეჯერის თანამდებობზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მირზას დაბადების დღე[2], 2011
  • ნიძლავი[3], 2003

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მირზას დაბადების დღე, 2011
  • ნიძლავი, 2003

პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიძლავი, 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი (გოგი) ჩლაიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
  2. მირზას დაბადების დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2014-03-25.
  3. ნიძლავი[მკვდარი ბმული]

თარგი:კონსტანტინე ჩლაიძე