კვირა (ერთეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კვირა (დრო))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია დროის მონაკვეთს ეხება. კვირის დღის შესახებ იხილეთ კვირა.

კვირა — შვიდდღიანი დროის შუალედი, რომელშიც თითოეულ დღეს საკუთარი სახელწოდება აქვს; აგრეთვე მეშვიდე დღის სახელწოდება. შვიდდღიანი კვირა პირველად ძველ აღმოსავლეთში შემოიღეს; ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში რომშიც დაკანონდა, იქიდან კი მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა. კვირის დღეებს ციურ სხეულთა სახელწოდებანი შეარქვეს, მაგ: შაბათს უწოდეს სატურნის დღეს, კვირას და დანარჩენ დღეებს შესაბამისად — მზის, მთვარის, მარსის, მერკურის, იუპიტერისა და ვენერას დღეები. ძველ ქართულში ამ ციურ სხეულთა შესაბამისად კვირის დღეებს ერქვა: კრონოსისა, მზისა ან საუფლო, მთოვარისა, არიასი, ერმისა, აფროდიტესა და დიოსისა. ზოგ ხალხში გავრცელებული იყო ხუთ- და ათდღიანი კვირებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]