თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიიოსებ გრიშაშვილის სახელობის მუზეუმი, დაარსდა 1910 წელს როგორც „ქალაქის მუნიცილაპური მუზეუმი“. 1924 წელს ეწოდა „ტფილის აღმასკომის მუზეუმი“, 1943 კი — „ქ. თბილისის სახელმძწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმო“. ი. გრიშაშვილის სახელი მიეკუთვნა 1965 წელს. მუზეუმის ფონდებში თავმოყრილია 50 ათასამდე ექსპონატი, მათ შორის ბევრი უნიკალური და დიდი კულტურულ-ისტორიულ ღირებულებისა (ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, V ს. აქატის ქვის გემა-საბეჭდავი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, დოკუმენტები, ძველი და ახალი თბილისის თემაზე შექმნილი მხატვრული ტილოები — ლადო გუდიაშვილის, მოსე თოიძის, ელენე ახვლედიანის, ფოგელის, ა. ციმაკურიძის და სხვა გამოჩენილი მხატვართა ნამუშევრები, ქანდაკებები, რუკები, გეგმები, ფოტოდოკუმენტური მასალა და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრძელიშვილი ი., ტყეშელაშვილი ო., თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 1961;
  • ტყეშელაშვილი ო., არქეოლოგიური დაზვერვები (თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მუშაობის გამოცდილებიდან), თბ., 1964;
  • მისივე, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 37;