ტადასი იმაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იმაი ტადასი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმაი ტადასი (დ. 8 იანვარი, 1912, ტოკიო — გ. 22 ნოემბერი, 1991) — იაპონელი კინორეჟისორი.

სწავლობდა ტოკიოს უნივერსიტეტში, 1939-იდან მოღვაწეობს კინოში. ფილმები: „ხალხის მტრები“ (1946), „და მაინც ვცოცხლობთ!“ (1951), „უხიდო მდინარე“ (1969–1970, I-II სერია) და სხვ. იმაი იაპონური კინოხელოვნების დემოკრატიული ნაკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მის ფილმებში აისახა იაპონიის მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები - უმუშევრობა, მსხვილი კონცერნების მაქინაციები, პოლიციის ულმობლობა და არაკანონიერი სამართალი. მშვიდობის პრემიის ლაურეატი (1951).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]