თარგი:დღის სტატია:01-6

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟანა დ’არკი (ფრანგ. Jeanne d’Arc), ორლეანელი ქალწული (ფრანგ. la Pucelle d’Orléans; დ. 6 იანვარი, 1412, სოფ. დომრემი, ზემო მაასი — გ. 30 მაისი, 1431, რუანი) — საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ, დაიბადა გლეხის ოჯახში. ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.

1456 წლის 7 ივლისს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 — წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა 8 მაისი, ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.