ჟანა ებიუტერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ებიუტერნი, ჟანა)
ჟანა ებიუტერნი
დაიბადა 6 აპრილი, 1898(1898-04-06)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი მო
გარდაიცვალა 26 იანვარი, 1920(1920-01-26)[5] [2] [3] (21 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი

ჟანა ებიუტერნი (ფრანგ. Jeanne Hébuterne; დ. 6 აპრილი 1898 — გ. 26 იანვარი 1920) — ფრანგი მხატვარი და მოდელი. ამედეო მოდილიანის არაოფიციალური მეუღლე. დაიბადა პარიზში კათოლიკეების ოჯახში. მამამისი, აშილ კაზიმირ ებიუტერნი ბონ-მარშეს უნივერმაღის მუშაკი იყო. ებიუტერნი მოდელად მუშაობდა ცუგუჰარუ ფუძიტასთან. სწავლობდა კოლაროსის აკადემიაში. ჟანა ებიუტერნი ამედეო მოდილიანის წარუდგინა სკულპტორმა ხანა ორლოფმა. მალე ებიუტერნი მოდილიანის მეუღლე გახდა და იქცა მისი ფერწერის მთავარ თემად. 1918 წელს წყვილი საცხოვრებლად ნიცაში გადავიდა. იმავე წლის 29 ნოემბერს ებიუტერნს შვილი შეეძინა. 1919 წელს წყვილი დაბრუნდა პარიზში, სადაც ებიუტერნი კვლავ დაფეხმძიმდა. იმ დროისათვის მოდილიანი ავადმყოფობდა ტუბერკულოზური მენინგიტით. 1920 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა მოდილიანი. 25 იანვარს ფეხმძიმე ებიუტერნმა თავი მოიკლა. დაკრძალეს ბანიეს სასაფლაოზე. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ებიუტერნის ნეშტი გადაასვენეს პერ ლაშეზის სასაფლაოზე მოდილიანის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]