დურნოვოს აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დურანოვის აგარაკი)
დურნოვოს აგარაკი
Дача Дурново

დურნოვოს აგარაკი 2017 წელს
კოორდინატები 59°57′37″N 30°23′16″E / 59.9602° ჩ. გ. 30.3879° ა. გ. / 59.9602; 30.3879
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ნ. ა. ლვოვი
მოქანდაკე ნ. ა. ლვოვი, ა. ა. მიხაილოვი, ლ. ფ. ფონტანა
ტიპი აგარაკი
სტილი კლასიციზმი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810225000

დურნოვოს აგარაკი (რუს. Дача Дурново) — ბაკუნინებისა (XVIII საუკუნე) და დურნოვოების (XIX საუკუნე) აგარაკი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია კლასიციზმის სტილში. არის არქიტექტურის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქგარე აგარაკი ააშენა პ. ვ. ბაკუნინმა 1780-იან წლებში, სავარაუდოდ, ნ. ა. ლვოვის პროექტის მიხედვით. 1786 წელს კარ-მიდამო გადავიდა პ. პ. ბაკუნინის მფლობელობაში და შემდეგ კიდევ არაერთხელ გაყიდეს. ერთ-ერთი მფლობელი იყო პ. ი. კუტაისოვი, ხოლო 1813 წელს იგი შეიძინა დ. ნ. დურნოვომ, რომელმაც სავარაუდოდ არქიტექტორ ა. ა. მიხაილოვს დაუკვეთა აგარაკის გადაკეთება. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა 1813 წლიდან 1826 წლამდე. სახლთან ერთად, იქვე გააშენეს პარკი.

1870-იან წლებში სახლი კვლავ გადააკეთეს (ამჯერად შიგნიდან) არქიტექტორ ლიუდვიგ ფონტანას პროექტის მიხედვით. ამ პერიოდში აგარაკს ფლობდა მებაღე პ. პ. დურნოვო.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ აგარაკი ანარქისტების შტაბად იქცა და ადგილად სადაც ბოლშევიკები ინახავდნენ იარაღს.

საბჭოთა პერიოდში დურნოვოს აგარაკს გამოიყენებდნენ გაერთიანება „ლენინგრადის მეტალის ქარხნის“ კლუბად და მუზეუმად, რომელმაც იგი თავისი შეხედულების მიხედვით გადააკეთა. პოსტსაბჭოთა პერიოდში არქიტექტურის ძეგლი ძლიერ განადგურდა და საბოლოო განადგურებამდე ცოტაღა აკლდა. 1996 წელს შემოხსნეს ღობე, ხოლო 1998 წლის ხანძრის შემდეგ განადგურდა ცნობილი ფრონტონი და შენობის მეორე სართული.

2014 წლის მარტში აგარაკზე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. 2015 წელს შენობა დაშალეს და 2016 წელს აღადგინეს, მაგრამ უკვე რკინა-ბეტონში. 2018 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სანქტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის, გამოყენებისა და კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი აპირებდა სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა შენობის გადაკეთება, რადგან დარღვეული იყო XVIII საუკუნის არქიტექტურის ნორმები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Козырева Е. А. Проблемы сохранения и реставрации дачи Дурново (недоступная ссылка) // Доклады 65-й научной конференции профессоров, преподавателей, научных работников, инженеров и аспирантов университета / Санкт-Петербургский госуд. архит.-строит. ун-т. — В 4 ч. Ч. 3. — СПб., 2008. — 226 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]