პროგრამირების ენა

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენა.
მარტივი კოდი კომპიუტერული პროგრამისთვის, რომელიც დაწერილია C პროგრამირების ენაზე. გაშვების შემდეგ პროგრამა გამოიტანს შედეგს „Hello, World!“-ს.

პროგრამირების ენა — ნიშნების ფორმალური სისტემა, რომელიც პროგრამების შესაქმნელად გამოიყენება. პროგრამირების ენას გააჩნია ლექსიკური, სემანთიკური და სინტაქსური წესები.

დღეისათვის არსებობს 2000–ზე მეტი პროგრამირების ენა და ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ზოგი ენა პოპულარობით სარგებლობს, ზოგსაც მხოლოდ ავტორები იყენებენ. პროფესიონალური პროგრამების შესაქმნელად შესაძლებელია რამდენიმე პროგრამირების ენის ერთდროული გამოყენებაც კი.

ძირითადი მახასიათებლები[edit | edit source]

დონე[edit | edit source]

განარჩევენ მაღალი დონის და დაბალი დონის პროგრამირების ენებს. დაბალი დონის ენებში ხდება პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და კომპიუტერის ნაწილების მართვა, მათ მიეკუთვნება ასემბლერი. მაღალი დონის ენებში ხშირია აბსტრაქცია – იქმნება მონაცემთა ისეთი ტიპები, რომლებიც არ არსებობს, მაგრამ კოდს მარტივ სამართავს გახდიან.

სინტაქსი[edit | edit source]

ენების უმრავლებას აქვს ტექსტური სინტაქსი. იგი პროგრამირების ენის ელემენტების სწორად ჩაწერას განსაზღვრავს. (იხ. ასევე C-ის მსგავსი სინტაქსი)

ბიბლიოთეკა[edit | edit source]

ენებს ძირითადად აქვთ თავისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია იყოს სტრუქტურები, მონაცემთა სხვადასხვა ტიპები, ფუნქციები...

დიზაინი[edit | edit source]

პროგრამირების ენა წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ქმნის სხვა პროგრამებს. შეიძლება ერთ პროგრამირების ენას შეესაბამებოდეს ერთი პროგრამა, ან რამდენიმე პროგრამირების ენა გაერთიანებული იყოს.