განხილვა:ლინკოლნი (ბუფალო)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს ქალაქი უისკონსინის შტატში, ბუფალოს ოლქშია, სახელიც ისე ხომ არ აჯობებდა, როგორც ინგლისურში და ესპანურშია? --Saliner 20:43, 27 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

არა, ქართულში ეს სტანდარტია დამკვიდრებული, ლინკოლნი, ბუფალოს ოლქი, უისკონსინი ნამდვილად მიუღებელია. ჩემი აზრით, ასე უნდა დარჩეს--შოთა [UT] 20:46, 27 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ყურადღება მიაქციეთ, რომ მსგავს შემთხვევაში წყობა გვაქვს იდენტური ყველგან - ქალაქი და ფრჩხილებში შტატი. ეს არა მხოლოდ ამ სტატიაშია. და არა მხოლოდ შტატებში მდებარე ქალაქებზე ვრცელდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:46, 27 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო, მაგრამ უინსკონსინის შტატში ამის გარდა კიდევ თერთმეტ ქალაქს ჰქვია ლინკოლნი, მაშინ ფრჩხილებში (ბუფალოს ოლქი) მაინც უნდა ეწეროს. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში არ ირკვევა რომელ შტატშია ბუფალოს ოლქი, არადა ბუფალოს ოლქი აშშ–ს ოთხ სხვადასხვა შტატშია, აქ მემგონი გამონაკლისია დასაშვები, როგორც ინგლისურში და ესპანურში (რომლებსაც ასევე არ აქვთ მიღებული ასე გრძლად ქალაქის სახელის ჩაწერა).--Saliner 20:56, 27 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

სათაურით არ ირკვევა, რომ ბუფალოს ოლქი უისკონსინშია, მაგრამ ამის გაგება სტატიაშივე შეიძლება. იმ ბუფალოს ოლქებში, რომლებიც სხვა შტატებშია, არის ქალაქი ლინკოლნი? თუ არის, მაშინ ეს გადასატანი ყოფილა ლინკოლნი (ბუფალოს ოლქი, უისკონსინი)-ზე--შოთა [UT] 21:01, 27 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, გამოდის, რომ პრინციპს ოდნავ უნდა გადავუხვიოთ, აბა სხვა გზა არაა. საერთოდ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კომპაქტურად ვწეროთ. მაგალითად სერიალებზე შევეჯახე ამ პრობლემას, ეპიზოდების სიების ბმულების შექმნისას, ამიტომ შევიმუშავე კომპაქტური მეთოდი. მაგალითად, ხომ რომ დაწერო 'სექსი დიდ ქალაქშის ეპიზოდების სია' რაღაცნაირი უხეშია, ამიტომ სექსი დიდ ქალაქში (ეპიზოდების სია). ყველგან მომავალში ასეთი პრინციპი სჯობს იყოს (განურჩევლად ფილმის სათაურის სიგრძისა). მოკლედ, კომპაქტიზაციაა მთავარი ყველგან. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:10, 27 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

გადავამოწმე და ლინკოლნი ბუფალოს ოლქებში არსად არ გვხვდება, (არ ვთვლი იმას, რომ ეს ქალაქი მრავლადაა სხვადასხვა შტატსა და ოლქებში, გარდა ბუფალოსი) ამიტომ შეცდომა არც ეს ვარიანტია, თუმცა ლინკოლნი (ბუფალოს ოლქი, უისკონსინი)-ც არ იქნებოდა ურიგო.--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 21:19, 27 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ვემხრობი ლინკოლნი (ბუფალოს ოლქი, უისკონსინი)-ის. --Saliner 11:32, 28 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]