განხილვა:კაბო-დე-ჰორნის ბიოსფერული რეზერვატი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ჩილეს ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

Cape Horn Biosphere Reserve ასე ითარგმნება კაბო-დე-ორნოსის ბიოსფერული რეზერვი? — ჯაბა ლაბაძე () 15:29, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სახელი არასწორად არის ნათარგმნი უნდა იყოს კეიპ-ჰორნის ბიოსფერული ნაკრძალი რეზერვატი--ვასკო და გამა 15:46, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ობიექტი ჩილეშია და ქართული სახელწოდებაც ესპანური ენიდან უნდა იყოს ნათარგმნი (ასეცაა როგორც ვხვდები). ინგლისურიდან რატომ უნდა ვთარგმნოთ? თვითონ ინგლისელებს აქვთ დამახინჯებული ესპანური სიტყვები, როგორც ვფიქრობ. — D.DEU. პასუხი 15:57, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ესპანურად საერთოდ არ არის სტატია და როგორ გავიგოთ რომელი სახელია სწორი?--ვასკო და გამა 16:00, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვიპოვე სწორად ყოფილა ნათარმნი Cabo de Hornos ოღონდ ბოლოში რეზერვი უნდა შეიცვალოს რეზერვატით--ვასკო და გამა 16:03, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
(რედ. კონფლიქტი) ქართული ვიკიპედიის წყაროებში (ინტერნეტრესურსებში) ინგლისური სტატიაა, რომელიც ასე იწყება: Cabo de Hornos Biosphere Reserve. ასევე თვითონ ინგლისური ვიკიპედიის სტატიაში სქოლიოს ლიტერატურაში რამდენიმეგან იკითხება ესპანური სახელწოდება: Reserva de Biosfera Cabo de Hornos. ასე რომ, ქართულ ვიკიპედიაში სწორი სახელი ჰქვია. — D.DEU. პასუხი 16:05, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არაა მართალი აბა ნახეთ: საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრ. სახ. ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 212: ჰორნი ((Capo de hornos, hoorn) - კონცხი; კ. ჰორნი, ჩილე. hornos არ ნიშნავს რომ ეს მაინცდამაინც ჰორნოსია, ორთოგრაფიულად სწორია ჰორნი იხ. სტატიაც ჰორნი (კონცხი). — ჯაბა ლაბაძე () 16:10, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ოჰო... მაშინ, როგორც ჩანს თავიდანვე ინგლისურიდან შემოვიდა(?) თუ ჰორნია, მაშინ ალბათ წინაც კეიპი იქნება(?) :( — D.DEU. პასუხი 16:12, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიის პირველივე ინტერნეტ რესურსის პირველივე წინადადება ასე იწყება: Cabo de Hornos Biosphere Reserve ამაზე დაყრდნობით და ორთოგრაფიული ლექსიკონის მონაცემების გათვალისწინებით, მგონია სწორი სათაურია კაბო-დე-ჰორნის ბიოსფერული რეზერვატი. — ჯაბა ლაბაძე () 16:15, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ არავინაა წინააღმდეგი გადავიტან - კაბო-დე-ჰორნის ბიოსფერული რეზერვატი -ზე, შესაბამისად შევცვლი პარკის დასახელებასაც --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 09:55, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გადაიტანე. — ჯაბა ლაბაძე () 10:06, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]