კარლო ბარიგიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბარიგიანი, კარლო)

კარლო ისაკის ძე ბარიგიანი (დ. 1905 — გ. უცნობია) — საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

კარლო ბარიგიანი დაიბადა 1905 წელს მუშის ოჯახში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობა დაიწყო ხაშურის დეპოში. 1921 წელს შევიდა კომკავშირში. უმაღლესი პარტიული განათლება მიიღო ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში აქვე მიიღეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) რიგებში. 1932 წელს, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბარიგიანი დაინიშნა საქართველოს კ. პ. (ბ) ხაშურის რაიკომის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ. ამავე წელს გადაიყვანეს საქართველოს კ. პ. (ბ) ცენტრალურ კომიტეტში, სადაც ეკავა მთელი რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობანი. შემდეგ მას ირჩევენ საქართველოს კ. პ. (ბ) ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად, შემდეგ კი აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად. 1938 წელს კვლავ გადმოჰყავთ სამუშაოდ საქართველოს კ. პ. (ბ) ცენტრალურ კომიტეტში, სადაც ეკავა სხვადასხვა პასუხსაგები თანამდებობანი. 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნად მსუბუქი და კვების მრეწველობის დარგში. იყო საქართველოს კ. პ, (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოადგილეა მსუბუქი და კვების მრეწველობის დარგში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]