აზერბაიჯანის ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტო
აზერ. Nüvə və Radioloji Fəaliyyətin Tənzimlənməsi üzrə Dövlət Agentliyi
უწყების შესახებ
შეიქმნა 24 აპრილი, 2008
უწყების ხელმძღვანელი ვუგარ ჰუსეინოვი, ხელმძღვანელი
უწყების ტიპი სააგენტო
ზემდგომი უწყება აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
საიტი
fhn.gov.az/organizations.php?aze-7/menu/336

აზერბაიჯანის ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტო (აზერ. Nüvə və Radioloji Fəaliyyətin Tənzimlənməsi üzrə Dövlət Agentliyi) — აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც მონაწილეობს მოსახლეობისა და ტერიტორიების ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

სააგენტო დაარსდა 2008 წლის 24 აპრილს. მონაწილეობს ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, უზრუნველყოფს ამ პოლიტიკის განხორციელებას და სახელმწიფო ზედამხედველობას ამ სფეროში.

სააგენტოს საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა[1]:

  • ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ამ პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის უსაფრთხოების მარეგულირებელი მექანიზმების ჩამოყალიბება;
  • ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის განხორციელებაზე ზედამხედველობა და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი ზომების მიღება ამ სფეროში გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ;
  • ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმებისა და წესების დაცვის კონტროლი;
  • რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა საწარმოებსა და ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია რადიოაქტიური ნივთიერებების და მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებასთან, აგრეთვე იმ ადგილებში, სადაც ტარდება რადიაციული მონიტორინგი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]