შინაარსზე გადასვლა

ჯვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჯვარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ჭივჭავი
კოორდინატები 41°31′29″ ჩ. გ. 44°20′53″ ა. გ. / 41.52472° ჩ. გ. 44.34806° ა. გ. / 41.52472; 44.34806
ადრეული სახელები დუმანისი (2015 წლამდე)
მოსახლეობა 119[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯვარა — საქართველო
ჯვარა
ჯვარა — ქვემო ქართლი
ჯვარა
ჯვარა — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ჯვარა

ჯვარა (2015 წლამდე დუმანისი[2]) — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ჭივჭავი).[1]

მდებარეობს ირაგის ქვაბულში, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1140 მ-ის სიმაღლეზე, თეთრიწყაროდან 15 კმ-ის დაშორებით. სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 119 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 201 108 93
2014[1] 119 61 58

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის შუაში შემორჩენილია IX–X საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე გვიანდალური ხანის მინაშენები აქვს. სამხრეთი მინაშენი სწორკუთხაა და შესასვლელიც აქედან ჰქონდა. ჩრდილოეთი აფსიდიანი მინაშენი კარით მხოლოდ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ძეგლი ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები თლილი ქვითაა გამოყვანილი, ხოლო კარნიზი კბილანებითაა დამუშავებული. ტრაპეზის ქვაზე დიდი ზომის ჯვარია გამოსახული.

სოფლის განაპირას, სამხრეთით, XVI–XVII საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია დგას. ნაგებია მქისედ დამუშავებული ქვით. კარი მხოლოდ სამხრეთიდანაა. სოფლის აღმოსავლეთით, დაახლ. 1 კმ-ზე, დგას მცირე ზომის XVI–XVII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით და გარეთ შემოსილია სუფთად გათლილი ქვით. აღმოსავლეთის ფასადზე ამოკვეთილია წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სული მიქელასი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]