შინაარსზე გადასვლა

დიდი ირაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიდი ირაგა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ირაგა
კოორდინატები 41°32′24″ ჩ. გ. 44°21′32″ ა. გ. / 41.54000° ჩ. გ. 44.35889° ა. გ. / 41.54000; 44.35889
ცენტრის სიმაღლე 1190
მოსახლეობა 161[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 91 %
ბერძნები 5 %
აზერბაიჯანელები 3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდი ირაგა — საქართველო
დიდი ირაგა
დიდი ირაგა — ქვემო ქართლი
დიდი ირაგა
დიდი ირაგა — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
დიდი ირაგა

დიდი ირაგა — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ირაგა).

მდებარეობს ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ასლანკის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1190 მეტრზე. თეთრიწყაროდან დაშორებულია 13 კილომეტრით.

სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში ნასოფლარის ნაშთი და გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია დგას (შეკეთებულია XX საუკუნეში). სოფლის სამხრეთით, მდ. თორნისწყლის მარჯვენა ნაპირას, მცირე ბორცვზე, XX საუკუნეში დასაწყისში აუშენებიათ წმ. გიორგის ეკლესია. ბორცვის ფერდობზე ნასოფლარია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 69 31 38
2014[1] 161 75 86

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II